სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

გაიცანით, პატარა გარემოსდამცველები - ლანჩხუთის ბაგა-ბაღებში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 
22-03-2022
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სასკოლო მზაობის, 4-5 და 3-4-წლიანთა ჯგუფებში, გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს გამოყენებით, საინტერესო აქტივობები ჩატარდა. შემეცნებითი აქტივობების თემები გახლდათ: 

  • წყალი და მისი მნიშვნელობა;
  • რატომ უნდა დავზოგოთ და არ დავაბინძუროთ წყალი?
  • წყლის გამოყენება და ბუნებაში მისი ბრუნვა.

აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას: ბავშვი ზრუნავს გარემოზე, უფრთხილდება ბუნებრივ რესურსებს, აცნობიერებს ენერგიისა და წყლის დაზოგვის მნიშვნელობას, გამოიმუშავებს და იცავს ქცევის წესებს ენერგიისა და წყლის დაზოგვასთან მიმართებაში.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა სკოლამდელ გარემოსდაცვით განათლებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ ბაღების აღმზრდელ-პედაგოგები აღსაზრდელებს მრავალფეროვან გარემოსდაცვით აქტივობებს სთავაზობენ და ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. 

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 22 მარტს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება