სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ოზურგეთის მერია ახალგაზრდების მოტივირებისთვის წამახალისებელ ჯილდოებს დააწესებს
05-03-2018
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა რეიტინგული საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული მოსწავლეების წახალისება დაიწყო.

მერმა კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქეთი ქობულაძესა და სალომე ჩავლეშვილს საჩუქრად წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ 250 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. წამახალისებელ ჯილდოს მიიღებს რამდენიმე დღის წინ „ეტალონში“ გამარჯვებული აკაკი ზღულაძე.

„ახალგზარდებს სჭირდებათ წახალისება, მოტივაცია. „ეტალონი“ ოზურგეთელი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წლების წინ, როდესაც მე გამგებელი ვიყავი, ტელევიზიით გადიოდა ინტელექტ-ჩემპიონატი. მაშინ ბახვიდან გოგონამ გაიმარჯვა, ისიც წავახალისეთ - საჩუქარი გადავეცით. მე ახალარჩეული მერი ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მერობის პერიოდში, წარმატებულ მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, ყოველთვის მხარს დავუჭერთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ მხრივ. ახალგაზრდები მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი  ხელისუფლების მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ,“ - აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება