TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უკრაინელი ბავშვები, რომლებიც გაკვეთილებზე უნდა ისხდნენ, ბუნკერებს აფარებენ თავს... არ გვაქს უფლება, ვდუმდეთ!“ - სკოლა „ჰელიოსის“ გზავნილი მსოფლიოს
17-03-2022
-
+


დღეს უკრაინაში ომია... რუსული რეჟიმი არავის ზოგავს, მათ შორისაა მშვიდობიანი მოსახლეობა... ბავშვები... და შეუძლებელია ამ სისასტიკის მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს.

უკრაინასა და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოც. საოცარი  მუხტია სკოლებში - პედაგოგები შეძლებისდაგვარად ამხნევებენ კოლეგებს, აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ამით გმირობის კიდევ ერთ მაგალითს აძლევენ საკუთარ მოსწავლეებს.

უკრაინელი ხალხის გვერდითაა კერძო სკოლა „ჰელიოსიც“ - I „ბ“ კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს ვიდეომიმართვა მიუძღვნეს.


„რა საბრალოა ადამიანი, ეს განდიდებული ნახევარღმერთი“, - წერს ერთგან ახალგაზრდა ვერთერი. განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანების სურვილებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, რაც ყოვლად დაუშვებელია. არც ერთ ომს არ ჰყავს გამარჯვებული ჯარისკაცი, საბოლოო ჯამში, ყველა კარგავს იმას, რაც მისთვის ძვირფასი იყო, ზოგი სხეულს, ზოგი უარესს, სულს.
ისინი ვისთვის ანგელოზები არიან, ვისთვის - დემონები.

21-ე საუკუნეში, მაშინ, როდესაც მსოფლიო მშვიდობისა და განვითარებისთვის უნდა იბრძოდეს, როდესაც ყველა თანხმდება, რომ განათლება ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანესია, უკრაინელი ბავშვები, რომლებიც სკოლაში, გაკვეთილებზე უნდა ისხდნენ, ბუნკერებს აფარებენ თავს... ბავშვები, რომლებიც ლექციებს უნდა ისმენდნენ, იარაღით ხელში იცავენ სამშობლოს.

არ გვაქვს უფლება ვდუმდეთ. სკოლა „ჰელიოსი“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ მოსახლეობას, 1 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა სცადეს, მხარდაჭერის ძალა და ხმა მიეწვდინათ უკრაინელი თანატოლებისთვის. SLAVAUKRAINE“ - აღნიშნულია სკოლი სმიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

იხილეთ ვიდეო




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება