| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში, ვაჟთა შორის შიდასასკოლო შეჯიბრი ჩატარდა.
შეჯიბრი წარიმართა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებულ „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” მოქმედი დებულების შესაბამისად.
მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ლუკა ფრუიძემ პირველი ადგილი დაიკავა, გიორგი ხვადაგიანი მეორე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილი კი გელა ფრუიძეს ხვდა წილად. მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე გახლავთ.
სკოლაში სპორტის მასწავლებელსა და მოსწავლეებს შეჯიბრში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა სპორტის უფროს მასწავლებელს, დავით ფრუიძეს და ყველა მოსწავლეს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში. ვულოცავთ, ლუკა ფრუიძეს (1 ადგილი), გიორგი ხვადაგიანს (მე-2 ადგილი), გელა ფრუიძეს (მე-3 ადგილი) წარმატებულ მონაწილეობას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ