სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული გარემო“ - ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი
14-03-2022
-
+


„როგორც დირექტორს, მახარებს რომ სკოლაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები, დაცულია უსაფრთხოება და კეთილგანწყობილი ატმოსფერო სუფევს“,- ამბობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- უფროსებისა და ერთმანეთის პატივისცემას, სამშობლოს სიყვარულს. ვცდილობთ, აღვზარდოთ განათლებული, ღირსეული მოქალაქეები.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება, იყოს განათლებული, საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, რომელთა დახმარებითაც შეძლებს ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. 

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული, უსაფრთხო და მეგობრული სასწავლო გარემო. 

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- სკოლაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები, დაცულია უსაფრთხოება და კეთილგანწყობილი ატმოსფერო სუფევს. სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეებს საუკეთესო განათლება მისცეს. 

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- რომ, პანდემიის მიუხედავად, სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში უსაფრთხოდ და წარმატებით წარვმართავთ. 

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- სკოლას ჰქონდეს მეტი სასწავლო რესურსი და ტექნოლოგიები, რათა სასწავლო პროცესის უფრო ეფექტურად მართვა შეძლოს.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- კოვიდპანდემია მალე დასრულდება და სკოლები პანდემიმადელ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება