სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ გარშემო ბევრი გმირი ქალია“- ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ ემოციური მიმართვა
14-03-2022
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს. 

სკოლის მიერ გავრცელებულ მიმართვაში წერია, რომ უნდა დავაფასოთ ის ქალები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან. ასევე ყურადღება გამახვილებულია უკრაინაში მიმდინარე ომზე და ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ სანამ, უკრაინელი ქალების შვილები რუსული ბომბების ქვეშ დედების სიცოცხლეს იცავენ, აღსანიშნი არაფერია.
    
„ბევრი პოსტი მიეძღვნება ქალებს და მათ როლს ახლო წარსულსა თუ შორეულ ისტორიაში, დაწყებული მითიური ამბებიდან, დასრულებული საბჭოთა გმირებამდე.
თუმცა, სანამ ძალიან უკან წავალთ ისტორიაში, გავიხსენოთ, რომ ჩვენ გარშემო ბევრი გმირი ქალია. ყოველდღიურად დავაფასოთ მათი ცხოვრება და ისტორიები. დედები, დები, მასწავლებლები, შვილები, მეგობრები ყველა ერთად და ცალცალკე ქმნიან ერთობას, ისტორიას, ამბებს ყველაზე ძლიერი ადამიანების შესახებ. ქალები ქმნიან სიცოცხლის პროგრესს და თუ მეტ ქალს ვიხილავთ ლიდერებად, შევძლებთ მივაღწიოთ უფრო მეტ მშვიდობას პლანეტაზე, რადგან მხოლოდ ქალს შეუძლია გაუგოს სხვა ქალს და არ დაუშვას მათი შვილები ტყვიამ იმსხვერპლოს!
და სანამ, უკრაინელი ქალების შვილები რუსული ბომბების ქვეშ დედების სიცოცხლეს იცავენ, ვფიქრობთ აღსანიშნი არაფერი გვაქვს“,- წერს სკოლა „პროგრესი“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება