სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშვიდობის მოლოდინში“ - ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ბაქარ კუტივაძის ემოციური ჩანახატი
14-03-2022
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ბაქარ კუტივაძემ უკრაინაში მიმდინარე ომს ჩანახატი მიუძღვნა.

ჩანახატში „მშვიდობის მოლოდინში“ მოსწავლე საუბრობს, თუ რა ტრაგედია ტრიალებს ახლა უკრაინაში. ამავდროულად, იხსენებს ადრე რა ემოციით ხვდებოდნენ ადამიანები გაზაფხულს და ახლა როგორ შეიცვალა რეალობა.

„მშვიდობის მოლოდინში“

„ყოველ გაზაფხულზე ცას ნათელი ფერი დასდევს...  მოლოდინი ბედნიერების განცდისა იმატებს, გული კი ახალი სიცოცხლის მოლოდინით ხარობს, სილამაზის მორევში იძირება...
გაზაფხულის თავბრუდამხვევი სურნელით გაჟღენთილ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თვალდახუჭლი, ჩიტების საამური ჭიკჭიკის ფონზე, ვხვდები ალიონს. ეს არის ნეტარების წამი, როცა ფიქრი ფიქრს მისდევს და ვარდისფრად აფეთქებულ ატმის ტოტებს გარს ევლება, ნაზად ეფერება თითოეული ყვავილის კვირტს, რათა გაიშალოს, სიცოცხლე შეიგრძნოს...   ყოველი გაზაფხული ასე იწყებოდა ალბათ ყველასთვის, მაგრამ წელს განსხვავებული გაზაფხულია, დუმილით სავსე გაზაფხული ღიმილის გარეშე. ხალისისა და სიცოცხლის განახლების ნაცვლად ცრემლით, ომისა და სისხლის სურნელით გაჟღენთილი გაზაფხული...
მახლობელ სახელმწიფოში მიმდინარე ომმა ჩააქრო ღიმილი, გაახუნა გაზაფხული და გააქრო მრავალფეროვნების შეგრძნება, გულები აავსო ტკივილით ომის სისასტიკემ...
ვერასდროს ვიფიქრებდი, ასე მცირე ასაკში ორი ომის მომსწრე გავხდებოდი (რუსეთ-საქართველო 2008 წ. და რუსეთ - უკრაინა 2022 წ.) ტყვიების წვიმაში მოყოლილი უდანაშაულო ადამიანები განიცდიან გაუსაძლის სულიერ ტკივილს. მტკივა თითოეული მათგანის ტკივილი, მტკივა და კიდევ ერთხელ ვფიქრობ ომის სისასტიკეზე, მის შედეგებზე: დანგრეულ სახლებზე, დახოცილ ბავშვებზე და ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებულ გარდაცვლილებზე.
დღე დღეს მისდევს...  დენთის სუნით ავსილი შავი ღრუბელი ისევ ტრიალებს უკრაინის ცაზე... ომი დაიწყო, მაგრამ ვაი, რომ ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს...
გავა დრო და მიხვდებიან, ადამიანები, რომ არაფერს არ აქვს ფასი, არც ფუფუნებას და არც მდიდრულ სამოსს, რასაც ვინანებთ ის იქნება, რომ ზედმეტად ბევრი სისცოცხლე შეიწირა ომის სისასტიკემ და უდანაშაულო ადამიანებს არ მიეცათ სიცოცხლით ტკბობის საშუალება...
როგორც გაზაფხულს ახლავს სითბო და იმედის განცდა სიახლის დაწყებისა, ასევე მჯერა, რომ კვლავ დაისადგურებს მშვიდობა, ავის მომსაწავებელი შავი ღრუბლები გაიფანტება და მოწმენდილ ცაზე გადაეკვრება მშვიდობის მაუწყებელი ცისარტყელა და მსოფლიოს ომის დასრულებას აუწყებს“,- წერს მოსწავლე ბაქარ კუტივაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება