TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახელმწიფო გრანტის მოცულობა განისაზღვრა - პრემიერმა გადაწყვეტილება მიიღო
11-03-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების წესი დამტკიცდა.

ბრძანებას ხელს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. 2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 250 000 ლარით.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა 2 000 000 ლარია.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​​​​3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვრა 205 000, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 80​​​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება 45 000 ლარით.

2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 ლარისა. ასევე დამტკიცდა საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა); ჯანდაცვა; ჰუმანიტარული; ხელოვნება; აგრარული; განათლება; სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა); საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა); სამართალი; მათემატიკა და ფიზიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ბიზნესი და ეკონომიკა.

2022-2023 სასწავლო წლისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 60,04% - 1 200 800 ლარი განაწილდეს ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე, პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:

ა) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;

გ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;

დ) განათლება − 6,07%;

ე) ჰუმანიტარული − 6,07%;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;

ზ) ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;

თ) სამართალი − 3,07%;

ი) მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;

კ) აგრარული − 2,17%;

ლ) ჯანდაცვა − 1,17%;

მ) ხელოვნება − 0,67%.

პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალი და ყველა სხვა დეტალი იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა მე-2 და მე-3 ადგილები მოიპოვეს და შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ
 

გამოფენა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სასკოლო უსაფრთხოების საკითხებზე

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ბუნებაზე ზრუნვა მათი ყოველდღიურობის ნაწილია

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება