სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდება უკრაინას“- გორგაძეების საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
11-03-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

სკოლაში შეგროვდა თბილი ტანსაცმელი, მედიკამენტები, ჰიგიენური პროდუქტები, არამალფუჭებადი საკვები. ეს ყველაფერი კი უკრაინაში გაიგზავნება.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

„მოძმე უკრაინელი ხალხის სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და რაც მთავარია მშვიდობის დაცვის საკითხში მთელი ცივილიზირებული სამყაროა გაერთიანებული.
ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე, რაც დღეს უკრაინაში ვითარდება, ჩვენმა სკოლამაც გადაწყვიტა თავისი მცირეოდენი, მაგრამ სიყვარულითა და თანაგრძნობით გამსჭვალული დახმარების გაწევა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს სკოლის ტექ.პერსონალსა და სკოლის მომსახურე მძღოლებს, ყველას ვინც გამოიჩინა გულისხმიერება და თავისი დახმარების ხელი გაუწოდა განსაცდელში მყოფ უკრაინელ ხალხს.
დიდება უკრაინას !!!
დიდება საქართველოს !!!
Слава Украiне!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება