სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, საპატიო და საპასუხისმგებლოა“-თელეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მერაბიშვილი
09-03-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო მერაბიშვილს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ? 

- მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, საპატიო და საპასუხისმგებლოა. მასწავლებელი მომავალს საკუთარი ხელებით ქმნის, ვინაიდან ახალგაზრდა თაობის რწმენის, მსოფლმხედველობის, ზნეობრივი თვისებების ჩამოყალიბება დამოკიდებულია მის აქტიურ მუშაობაზე. ამიტომ ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია ახალგაზრდა თაობებისთვის.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ? 

- კადრების დეფიციტი შესამჩნევი არ არის ნამდვილად.ჩვენი სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ირჩევს პედაგოგის პროფესიას. 

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ? 

- ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მასწავლებელი ახალი თაობის ლოკომოტივია და  უნდა ეყოს გამბედაობა  ყველაფერი გააკეთოს თვითგანვითარებისთვის, ან განზე გადგეს და სხვას დაუთმოს ასპარეზი. ამიტომ თვითგანვითარების ნებისმიერი გზა ჩემთვის მისაღებია და აუცილებელიც,ეს იქნება გამოცდები თუ სხვა საშუალებები. 

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?       

- ნებისმიერი  ფორმით სწავლების ხარისხი გადის მასწავლებლის პასუხისმგებლობაზე, მშობლის ჩართულობაც მნიშვნელოვანი და საჭიროა ონლაინ სწავლების დროს.თუმცა უმრავლესობის აზრია და მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საკლასო ოთახში ცოცხალი პროცესი შეუცვლელია.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ? 

- პანდემიის დროს შევიძინეთ ახალი ქცევები და შევცვალეთ სტრატეგიები სწავლების პროცესში. მჭიდრო კონტაქტი დავამყარეთ მშობლებთან და ვისწავლეთ საერთო მიზნისკენ მისასვლელი გზების მოძიება,რაც გაუადვილებს მოსწავლეებს დაძლიონ პანდემიის სირთულეები.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება