სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N62 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგ გულიკო ბიწაძეს ოქროს ვარსკვლავი გაუხსნეს
09-03-2022
-
+


ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლას არაერთი ამაგდარი პედაგოგი ჰყავს, რომელთა წვლილი თაობათა აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია. სასკოლო საზოგადოება პედაგოგთა ღვაწლს ყოველთვის აფასებს, რისი დასტურიც ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლის, გულიკო ბიწაძისთვის ოქროს ვარსკვლავის გახსნაა.

აღსანიშნავია, რომ ღვაწლმოსილ პედაგოგს 80 წელი შეუსრულდა. სკოლამ კი მას დამსახურებული საჩუქარი გაუკეთა.

„ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლამ, ამ პანდემიისა თუ დაძაბულობის პირობებში, თბილი და ამაღლებული საიუბილეო დაჯილდოვება საზეიმოდ ჩაატარა. სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს ქალბატონ გულიკო ბიწაძეს 80 წელი შეუსრულდა. 60 წელია ქვეყანას უზრდის განათლებულ თაობას. ამიტომ სკოლამ ღირსეულ პედაგოგს ორიგინალურად,  დამსახურებულად გაუხსნა მასწავლებლის ოქროს ვარსკვლავი. ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს, ქალბატონ გულიკო ბიწაძეს 80 წლის იუბილე ორიგინალურად მიულოცეს.  მისი პედაგოგიური მოღვაწეობის 60-წლიანი დაუღალავი, ნაყოფიერი, სამაგალითო მოღვაწეობისთვის, საქმის ერთგულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის  მშობლიურმა სკოლამ და მისმა დირექტორმა ქ-ნმა ელენე შაბურიშვილმა  დამსახურებულად გაუხსნეს ოქროს ვარსკვლავი.

კარგი მასწავლებელი რომ იყო, უნდა გიყვარდეს ის, რასაც ასწავლი და გიყვარდეს ის, ვისაც ასწავლი. ეს პროფესია არ შემოისაზღვრება სამუშაო საათებით, გაკვეთილით, მასწავლებლობა ცხოვრების განსაკუთრებული წესია, შენი ყველა დღე, აზრი, ფიქრი, საქმე მოსწავლეს ეკუთვნის. გულიკო ბიწაძე ის ადამიანია, მთელი სიცოცხლე რომ უერთგულა მოსწავლეს.

„შეუფასებელ შრომას გიფასებთ, დიდი მადლობა, მასწავლებელო“ - ისმოდა სკოლის კედლებში და ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო 60-წლიანი მოღვაწეობისა.

„პირველად სკოლაში ფეხის შედგმისას მეგონა, ეკლესიაში შევაბიჯე, დღესაც იგივე შეგრძნება მაქვს, ამდენი წელია მოსწავლეებს სეფისკვერივით ვუნაწილებ ცოდნას, რათა მათ სხვებს გაუნაწილონ ნამცეცებად“ - ამბობს გულიკო ბიწაძე.

ქალბატონი გულიკო ბიწაძე 60 წელია მასწავლებლის სახელს ღირსეულად ატარებს. ის გამორჩეული პედაგოგია და მუდამ მზადაა სიახლის მისაღებად, ახალი ცოდნისა და თანამედროვე პედაგოგიური უნარების შესაძენად, ამის დასტურია ის, რომ დღეს იგი მენტორი მასწავლებლის სტატუსით აგრძელებს მოღვაწეობას. პროფესიონალიზმი და პედაგოგიურ სარბიელზე მიღწეული წარმატებები ასახულია იმ ჯილდოებსა და წოდებებში, რომლებიც მას თავისი ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისას მიუღია.

  • უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება;
  • მასწავლებელ-მეთოდისტი;
  • რაიონის წლის საუკეთესო დამრიგებელი;
  • დედაქალაქის წლის საუკეთესო პედაგოგი;
  • პრეზიდენტის სტიპენდიანტი;
  • მედალი „კეთილსინდისიერი შრომისათვის“;
  • ღირსების ორდენი;
მიღებული აქვს უამრავი სიგელი და მადლობა პროფესიონალიზმისა და უანგარო, ნაყოფიერი შრომისთვის.

იუბილარ გულიკო ბიწაძეს განსაკუთრებულად მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, გულიკო ამილიძემ, ქეთი ვადაჭკორიამ, განათლების ექსპერტმა მაკა მამფორიამ, სკოლის დირექტორებმა: შოთა მალაზონიამ, თამარ ლოსაბერიძემ, სკოლის ყოფილმა პედაგოგებმა და სხვებმა.

ვფიქრობთ, პანდემიის პერიოდშიც, მასწავლებლებმა სწავლა-სწავლების პროცესში არსებულ სირთულეებსა და ახალ გამოწვევებს  კარგად  გაართვეს თავი.  მიგვაჩნია, რომ საჭიროა მეტად დაფასდეს მასწავლებლის შრომა და უფლებები, რათა გაიზარდოს  პედაგოგის ავტორიტეტი, დაინახოს საზოგადოებამ მასწავლებლის თავდადება, გამუდმებული ზრუნვა და ფიქრი, ამიტომ ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის ვარსკვლავის გახსნა, დაჯილდოვება და მადლიერების საჯარო გამოხატვა სწორედ ამ მიზნითაც  გადაწყვიტა სასკოლო საზოგადოებამ.

ვიმედოვნებთ, რომ ასეთი მადლიერების გამოხატვა გადამდები იქნება საზოგადოებისათვის, დაფასდება მასწავლებელთა უდიდესი შრომა და  გაიხსნება მათთვისაც არაერთი დამსახურებული ვარსკვლავი,

ჟიული შარტავას სახელობის თბილისის  N62 საჯარო სკოლა მრავალწლიან მოღვაწეობას უსურვებს ქალბატონ გულიკო ბიწაძეს, რათა მან კვლავაც უშურველად არიგოს ცოდნა.  დიდ მადლობას ვუხდით 60-წლიანი ღირსეული სამსახურისთვის, არაერთი თაობის აღზრდისა და დაფრთიანებისთვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება