სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველას გვტკივა უშენობა მერაბ“- გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
09-03-2022
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ნიჟარაძე პედაგოგის, მერაბ ტაიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. დირექტორი მთელი სკოლის სახელით უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს.

„მერაბი ტაიშვილო, უსაზღვროდ ადამიანური ღირსებისა და გრძნობების მატარებელო, ჩემო მარჯვენა ხელო, სულის და გულის მეგობარო, გამანადგურა შენმა მოულოდნელმა სიკვდილმა... შენი იუმორით, შემართებითა და მჭერმეტყველებით გაჟღენთილი შენი მეორე სახლის, შენი სკოლის კედლები გაყინა და დაბზარა შენი გულის გახეთქვამ... შეგვძრა ამ ამბავმა ყველა - ოჯახის წევრებიდან დაწყებული კოლეგებით, შენი სკოლის მოსწავლეებით, რომლებსაც პატარა მეგობრებს უწოდებდი, თითოეულის დანახვა და მოფერება რომ გიხაროდა, შენი თანასოფლელებისა და უამრავი ზღვა სამეგობრო წრით დამთავრებული. ყველას გვტკივა და გვეწვის უშენობა მერაბ. მეამაყება, რომ ასეთი ადამიანი მყავდი, ასეთი ჭეშმარიტი მამულიშვილი გაიზარდა და მოღვაწეობდა სოფელ გეგელიძეებში; გეგელიძეების საჯარო სკოლაში გვყავდა დაუზარელი, მშრომელი, ენერგიული, უზომოდ მეგობრული პედკოლექტივის წევრი, ჩვენი კოლეგა. უკვდავი იქნება შენი სახელი ჩემო მერაბ!“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს მერაბ ტაიშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახსა და სკოლას სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

წლევანდელ პირველ კლასში ოთხი მოსწავლე ჩაირიცხა - ბოლო წლების განმავლობაში ეს კალის საჯარო სკოლის ისტორიაში პირველად მოხდა

„ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე ახალი აღმოჩენების, ცოდნის, მეგობრობისა და ბედნიერი მოგონებების მომტანი ყოფილიყოს!„

პირველკლასელებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლეილა ქოჩორაშვილმა

სკოლის დირექტორმა, ლალი წულაიამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება