სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შეწყვიტეთ ომი!“ - მუხრანის N3 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის ნინო გერაძის ემოციური ჩანაწერი
09-03-2022
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მე-7 კლასში პროექტი „დიდება უკრაინას“ ჩატარდა. 

მოსწავლე ნინო გერაძემ უკრაინის დროშის ფერბში კაბის ესკიზი შექმნა. მან თავის მოსაზრებას წერილის სახეც მისცა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა.

                           დიდება უკრაინას - Слава Україні

„ჩვენთვის ომი და მშვიდობა - სიცოცხლის, ანუ ცხოვრების მთავარი პანაცეაა. მოდით, სანამ ომზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვა მშვიდობაზეც ვთქვათ. მშვიდობა ეს, ხომ ჰარმონიაა, რაც უმეტესწილად სანატრელია ადამიანთათვის. რაც მეტი დრო გადის, მეტ გამოცდილებას ვიღებთ და იმასაც, დღითიდღე, ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელოვანია მშვიდობა, მაგრამ რაში გვჭირდება ომი?!

ალბათ ყველას გაგიგონიათ გამოთქმა: „ომი, რომ არა, მშვიდობას ფასი არ ექნებოდაო“. ბევრს სიტყვა ომი, ნეგატიურ ემოციებსა და მოგონებებს აღუძრავს, ზოგისთვის კი, ის მიღებული და კარგად გათვითცობიერებული მოვლენაა. ომი არ არის მარტო ადამიანებს შორის დაპირისპირება, ის ყველგანაა, თუნდაც თქვენი ორგანიზმი ავიღოთ, იმუნური სისტემა, მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში განუწყვეტლივ ბრძოლაშია.

25 თებერვალი - უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ისტორიული დღე, სწორედ 25 თებერვალს განახორციელა რუსეთმა კიევში პირველი საჰაერო თავდასხმა. უკვე მეთორმეტე დღე ომის ქარ-ცეცხლში. ნუთუ ესაა გამოსავალი?! ხალხის დახოცვა?! ბავშვები, სულ ახალშობილები, რომლებმაც თავისი ქვეყნის შეყვარებაც ვერ მოასწრეს უკვე ლტოლვილები არიან. ნუთუ, ბატონი ვლადიმერ პუტინი არ ფიქრობს, რომ ისტორიაში ბარბაროსი პრეზიდენტის სახელით შევა?! ყველას გვახსოვს 2008 წელი, ზუსტად იგივე ვითარება, რომელიც ახლა უკრაინაშია. ჩემი პატივისცემა ვოლიდიმირ ზელენსკის, რომელიც ფრონტის ხაზზე თავის მებრძოლებთანაა და ყველაფერს აკეთებს ხალხის მშვიდობისთვის. ნუთუ, რუსებო, სინდისი არ გაქვთ?! მოსახლეობას სატელევიზიო ანძაც კი აუფეთქეთ, ჰუმანიტარული ნივთების გაგზავნის საშუალებაც აღარაა, ღამე იწყებთ იერიშებს როცა „ქალაქს“ სძინავს. ჩვენც როგორც ახლა უკრაინელი ხალხი იცავს თავის სამშობლოს, ასე უნდა დავიცვათ საქართველო. რუსების საყურადღებოდ, არც უკრაინაში და არც საქართველოში ხალხი თქვენ მოსვლას კარგად არ შეხვდება, აქ არავინ გელით! შეაჩერეთ ეს აქტივობები, ნუთუ, ჩვენზე მაინც არ ფიქრობთ, ბავშვებზე, ან თუნდაც მოხუცებზე... შეწყვიტეთ ომი, ეს უბრალოდ ქმედებაა უბედურებისკენ! იმედია, მალე მშვიდობა დაისადგურებს და ყველა თავის ქალაქებში და სოფლებში დაბრუნდება“,- წერს მოსწავლე ნინო გერაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება