სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ასკანის საჯარო სკოლაში თანასწორობის მნიშვნელობა და 8 მარტის ისტორიული რაკურსი მიმოიხილეს
09-03-2022
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები თუ აქტივობები აქტიურად იმართება.

ამჯერად, 8️ მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს გაიმართა პროექტის - „თანასწორობა ძლიერი თემისთვის“ პრეზენტაცია.

შეხვედრის მონაწილეები პროექტების - „თანასწორობა ძლიერი თემისთვის“ და „ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის“ შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. ასევე, გაიგეს საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბების მიზნები, მიღწეული შედეგები და დაგეგმილი საქმიანობა. შეხვედრაზე განიხილეს თანასწორობის და ქალთა როლის მნიშვნელობა და 8 მარტის ისტორიული რაკურსი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: „ქალთა ფონდი საქართველოში“ წარმომადგენელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლები, პროექტის მონაწილეები და დაინტერესებული პირები.

პროექტს - „თანასწორობა ძლიერი თემისთვის“ ახორციელებს „ნასაკირალის საინიციატივო ჯგუფი - ნასა“ და ასკანის საჯარო სკოლის  „ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა“, ქალთა ფონდი საქართველოში და ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, პროექტის - „ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ადგილობრივ ორგანიზაციებთან: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „რაჭის სათემო ორგანიზაცია“, „ქალი და რეალობა“ და „უხუცეს ქალთა საბჭო“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება