სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს
07-03-2022
-
+


ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია მუდმივად ზრუნავს, რომ მის მოსწავლეებს ხელი მიუწვდებოდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე. დაანახონ მათ ინტერნეტის დადებითი მხარეები, ასწავლონ როგორ გამოიყენონ  თანამედროვე ტექნოლოგიები მათ სასიკეთოდ და როგორ მოიძიონ ინტერნეტში ინფორმაცია, რომელიც მათ განათლების კუთხით გამოადგებათ. სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით გიმნაზიამ კიდევ ერთი „ჭკვიანი დაფა“ შეიძინა, რითაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა საგაკვეთილო პროცესი.

როგორც გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე აღნიშნავს, ყველაფერს აქვს ორი მხარე დადებითი და უარყოფითი, ჩვენ ამ „ჭკვიანი დაფით“ ბავშვებს ვაჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყენონ ინტერნეტსივრცე სასიკეთოდ, მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და ინტერნეტი გამოიყენონ, როგორც ცოდნის შეძენის დამატებითი საშუალება.

„ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია 2015 წლიდან, მას შემდეგომ რაც მისი დირექტორი გახლავთ, მისი ყოვლად უსამღვდელოესობა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) ყოველდღიურ წინსვლას განიცდის, როგორც ინფრასტრუქტურის ისე ტექნიკის თვალსაზრისით. მოსწავლეებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ სიახლეს ვთავაზობთ.

მოსწავლეების განვითარების თვალსაზრისით დღევანდელ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტექნოლოგიებთან ახლო ურთიერთობაა. სწორედ ამ მიზნით, გასული წლის სექტემბერში გიმნაზიამ შეიძინა „ჭკვიანი დაფები", რომლებიც ფაქტობრივად ანაცვლებს არსებულ ტრადიციულ დაფებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაფებს ვიყენებთ აღნიშნული „ჭკვიანი დაფები" უფრო ფართო გამოყენებისა და საშუალებას აძლევს მასწავლებლებს მრავალფეროვანი გაკვეთილი ჩაატარონ ინტერნეტ რესურსის დახმარებით. იმის, გამო რომ აღნიშნული დაფები საკმაოდ კარგად აითვისეს მასწავლებლებმა და პრაქტიკულად ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში იყენებენ, ახლახანს კიდევ ერთი „ჭკვიანი დაფა" შევიძინეთ მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით. ამასთან, უნდა აღვნიშნო რომ დაფის შესაძენად ფინანსური თანხები  გამოყო საქველმოქმედო ფონდმა „ფარცხნალმა“, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მადლობა მათ, რომ ზრუნავენ ჩვენი ბავშვების მომავალზე, განათლებასა და განვითარებაზე.

ვფიქრობ, აღნიშნული დაფები ძალიან გამოადგებათ მოსწავლეებს, გააფართოებს მათ თვალსაწიერს და აამაღლებს მათ ინტელექტუალური თვალსაზრისით. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად იყენებენ მასწავლებლები და მოსწავლეები ამ დაფებს. ეს ტექნოლოგიური ინვენტარი გვეხმარება, გაკვეთილის ახსნაში, მასალების მოძიებაში“, - აღნიშნავს დეკანოზი.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება