სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი შვილის მასწავლებლებმა დაამსხვრიეს სტერეოტიპები“... - მადლიერი მშობლის წერილი ბათუმის N4 საჯარო სკოლას
07-03-2022
-
+


ანდემიამ ქვეყნის საგანმანათლებლო სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა საქართველოს პედაგოგიურმა საზოგადოებამ მოახერხა უმთავრესი - ბავშვები არ დარჩენილიყვნენ განათლების მიღმა. იყო ონლაინ-სწავლება, ასევე ჰიბრიდული მოდელი... თუმცა საბოლოო შედეგებზე საუბარი ახლა ცოტა ნაადრევია; მით უმეტეს, რომ საზოგადოებაშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა დისტანციური გაკვეთილების მიმართ. ერთნი ამბობენ, რომ ისინი არაფრის მომცემია, თუმცა მეორენი პირიქით მიიჩნევენ. უნდა ვაღიაროთ - ვისაც სწავლა უნდა სწავლობს, თუმცა ამაში მასწავლებლებს ლომის წილი აქვთ. 

მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ბათუმის N4 საჯარო სკოლა, რომლის დირექციისა და პედაგოგების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მშობლებიც უდიდეს მადლიერებას რომ გამოხატავენ. სოფო კეკელიძე ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია, რომელმაც შვილის პედაგოგებს სამადლობელი წერილი მიუძღვნა და მას Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ: 

„მოგესალმებით,ჩემო ძვირფასებო! მე გახლავართ სოფო კეკელიძე, მცხოვრები ქალაქ ბათუმში.

რატომ გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა?

სოციალურ ქსელში ხშირად ვხედავ კომენტარებს იმის თაობაზე,რომ ონლაინ-სწავლება დროის ფუჭად ხარჯვაა და მოსწავლე განათლების გარეშე რჩება. ნუ, იმ დანარჩენ ეპითეტებს აღარ ჩამოვთვლი, რასაც იყენებენ აღნიშნული მოსაზრების გამოსახატად.

გამიჩნდა პროტესტის გრძნობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მსურს, აღვწერო ის მდგომარეობა, რაც არის  სკოლაში, სადაც სწავლობს ჩემი შვილი,რადა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ვცხოვრობ ბათუმში. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ოჯახში მივიღეთ გადაწყვეტილება, ონლაინ-სწავლება აგვერჩია. ასე რომ, საკმაო დრო გავიდა და უფლებამოსილი ვარ, შევაფასო ეს პროცესი - დისტანციური სწავლება.

ჩემი შვილი სწავლობს სსიპ ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორი გახლავთ ქალბატონი მანანა თავართქილაძე. ორიოდე სიტყვა სკოლის ხელმძღვანელზე მინდა ვთქვა: იგი განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას იჩენს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბავშვების მიმართ, ტიტანური შრომა აქვს ჩადებული და თავად აკონტროლებს სკოლაში რეგულაციების დაცვასა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მადლობა ამისათვის!

რაც შეეხება ონლაინ-სწავლებას, ჩემი შვილის მასწავლებლებზე მსურს მოგითხროთ და სახელებითა და გვარებით იცნობდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მიუხედავად დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეებისა, მოახერხეს დაემსხვრიათ სტერეოტიპები და სრულფასოვან გაკვეთილებს უტარებენ მოსწავლეებს. მესამე პირისგან მოთხრობილ ამბავზე არ გესაუბრებით, თავად ვარ მომსწრე ამ ყველაფრის. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მოტივირებული და მონდომებულია თითოეული მოსწავლე - გაკვეთილზე შევიდეს სრულად მომზადებული, რათა შეესაბამებოდეს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. საგაკვეთილო პროცესს რაც შეეხება, თითოეული პედაგოგი რუდუნებითა და სიყვარულით ატარებს გაკვეთილს, ცდილობს, ხელი ჩაჰკიდოს მოსწავლეს და გაუძღვეს იმ ურთულეს გზაზე, რომელსაც ცოდნის მწვერვალებისკენ მივყავართ.

უღრმესი, მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ საქართველოსთვის, რათა ჩვენს სამშობლოს ღირსეული მომავალი თაობა ჰყავდეს!

დიდი სიამაყით დავასახელებ: მანანა თავართქილაძე, ნატალია გიორგაძე, ქეთი დუმბაძე, თამუნა წულუკიძე, ინგა გუგეშაშვილი, ირინა პაპუნაშვილი, ლია ჯუმუშაძე,  ნონა ქორიძე,ციცო ხუხუნაიშვილი, ლელა ჯინჭარაძე, მარინა კავაზაშვილი, მარი ხარებავა,ხათუნა მალაზონია,მზია კობალაძე,ქრისტინა წულუკიძე, ინეზა ელიაძე

ზოგიერთისთვის ეს შეიძლება მხოლოდ სახელები და გვარები იყოს, მაგრამ ჩემი შვილისა და მისი ონლაინ-კლასელებისათვის ისინი არიან ადამიანები,რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მათ სწავლა-განათლებასა და განვითარებაში.

უღრმესი, ადამიანური მადლობა მათ! გისურვებთ ჯანმრთელობას!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

პიროვნება

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი პასუხობს

მოსწავლეებმა გულწრფელი ემოციები და პატივისცემა გამოხატეს ყველაზე ძვირფასი ადამიანებისადმი და ხოტბა შეასხეს მათ როლსა და ამაგს

ბავშვებმა მისალოცი ვიდეორგოლი პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება