ვანის N2 საჯარო სკოლის VIII კლასში ფიზიკაში ექსპერიმენტებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
04-03-2022
დაკოპირებულია
-
+
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, VIII კლასში, ფიზიკაში ცდებითა და ექსპერიმენტებით აღსავსე გაკვეთილი ჩატარდა.
„წარმატებული გაკვეთილი ჩატარდა „ახალი სკოლის მოდელით“ ფიზიკაში, VIII კლასში მარინა მასწავლებლის მიერ, რომელსაც ფიზიკის ექსპერტი ესწრებოდა.. ცდებითა და ექსპერიმენტებით სავსე გაკვეთილზე ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა ცოდნის კონსტრუირება და თითოეული ექსპერიმენტის ახსნა; განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეთა მიერ დამზადებული ყინულის სახლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.