სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლთ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
25-02-2022
-
+


დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესა და უკრაინისადმი სოლიდარობას ძალიან საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

მე-10 კლასის მოსწავლეების მიერ სოლიდარობის გამომხატველი აქტივობის შემდეგ სკოლამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლთ საქართველოსა და უკრაინაში.

„25 თებერვალია, წითელი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე. საუკუნე გავიდა 1921 წლიდან. არაერთხელ „დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“, იღვრებოდა სისხლი და ცრემლი... იცვლებოდა ოკუპაციის ფორმა, მაგრამ არა შინაარსი... დამპყრობლის „ფერი“ და არა ხასიათი, ამიტომაც მრავლდებოდა დათალხული დღეების რიცხვი, ამიტომაც უსაშველოდ გვტკივა აფხაზეთი და სამაჩაბლო დღეს, დაუნდობლად მოიწევს რუსული მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის შუაგულისკენ... „დემოკრატიული“ რუსეთი კი ვერ ჩერდება, მადააშლილი უვლის გარს მეზობელ ქვეყნებს და უკვე ხელმეორედ აჩაღებს სისხლისმღვრელ ომს უკრაინაში, „ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი“. შეუძლებელია ვინმემ გულგრილად უყუროს ამ ომს, განსაკუთრებით კი ჩვენ, ქართველებმა... უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატეს ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა. მათი პათოსი სრულად გაიზიარა მთელმა სკოლამ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლთ საქართველოსა და უკრაინაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება