სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის N2 საჯარო სკოლა ტალინში გამართულ მოსწავლეთა სამეწარმეო კომპანიების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა
25-02-2022
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლა ტალინში გამართულ მოსწავლეთა სამეწარმეო კომპანიების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა.

აღნიშნული პროექტი ესტონეთის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული. მის ფარგლებში შეირჩა ორი კომპანია.

გამარჯვებულმა კომპანიები და პედაგოგები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ მოსწავლეთა სამეწარმეო კომპანიების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა გამოფენაზე წარადგინეს სიმბოლური და დეკორატიული სახის სურნელოვანი სანთლები და ექვსი სახის ნატურალური პრემიუმ ხარისხის ჩაი.

„2022 წლის იანვარ-თებერვალში ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსა და ჯუნიორ ეჩივმენტი ესტონეთის ერთობლივი პროექტის - „სამეწარმეო განათლების განვითარება საქართველოში - JA Georgia–სთვის კონსულტაციების გაწევით, მასწავლებლების მომზადებითა და ახალგაზრდებისთვის სამოტივაციო-საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზიარებით'' - ფარგლებში შეირჩა ორი კომპანია (ერთ-ერთი ამ კომპანიებიდან არის სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის კომპანია ღოლოიანიდან) და ხუთი მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი ადგილობრივი კონკურსის საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდა ექვსი კომპანია და თორმეტი პედაგოგი. პროექტი დაფინანსებულია ესტონეთის განვითარების სააგენტოს მიერ“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება