სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

„თუ საფრთხე შეექმნება ჩვენი შვილების სიცოცხლეს, თავს დავიცავთ! თქვენ დაინახავთ ჩვენს სახეს და არა ზურგს. დროა გაჩერდეთ!“
24-02-2022
-
+


დღეს უკრაინაში ომია, ომი რუსეთთან და საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით შენიღბული „ველიკაია დერჟავას“ გამანადგურებელი პოლიტიკა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს მსურდა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან...შედეგი - სიჩუმე, მაგრამ წესით, სიჩუმე ახლა უნდა იყოს დონბასში!

სწორედ ამიტომ, მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, ოღონდ არა როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც უკრაინის რიგითმა მოქალაქემ - ჩვენ ერთმანეთს გვაშორებს საზღვარი, სადაც დგას თქვენი ჯარები - 200 ათასამდე მეომარი, ათასობით სამხედრო მანქანა და მათი ერთი წინგადმოდგმული ნაბიჯიც შესაძლოა გახდეს დიდი ომის დასაწყისი.

მთელი მსოფლიო საუბრობს, რომ ნებისმიერმა პროვოკაციამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი აფეთქება, რომლის ალიც, როგორც გიმტკიცებენ, მოუტანს თავისუფლებას უკრაინელ ერს. მაგრამ უკრაინელი ხალხი თავისუფალია და თავადვე აშენებს საკუთარ მომავალს! აშენებს და არა ანადგურებს, რასაც ყოველდღიურად გიმტკიცებენ. გახსოვდეთ, უკრაინა თქვენს საინფორმაციო გამოშვებებსა და რეალურ ცხოვრებაში, ორი სხვადასხვა სახელმწიფოა.

გეუბნებიან, რომ უკრაინელები ნაცისტები ვართ, რაც წარმოუდგენელია, რადგან სწორედ ნაციზმთან ბრძოლას უკრაინამ 8 მილიონზე მეტი სიცოცხლე შეწირა. ბაბუა საბჭოთა არმიის ქვეითთა რაზმში იბრძოდა და  გარდაიცვალა პოლკოვნიკად, თავისუფალ, დამოუკიდებელ უკრაინაში!

თქვენ გეუბნებიან, რომ გვძულს რუსული კულტურა! როგორ უნდა გძულდეს ნებისმიერი კულტურა?! ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ ესაა არაა მიზეზი, ვიყოთ მტრები, უბრალოდ გვინდა, თავად ვწერდეთ საკუთარ ისტორიას, მშვიდად და სამართლიანად!

გიმტკიცებდნენ, რომ მე გავცემდი დონბასზე თავდასხმის განკარგულებას, ყოველგვარი კითხვების გარეშე, თუმცა კითხვები არსებობს და საკმაოდ მარტივი: ვესროლოთ ვის?! რა დავბომბოთ? - დონეცკი? სადაც არაერთხელ ვარ ნამყოფი, ადგილობრივების თვალები მინახავს? დავმბობო „დონბასარენა“, სადაც ადგილობრივებთან ერთად ვგულშემატკივრობდი უკრაინელ ბიჭებს? ლუგანსკი სადაც ცხოვრობს ჩემი საუკეთესო მეგობრის დედა თუ ტერიტორია, სადაც მისი მამის საფლავია?!

ახლა რუსულად ვსაუბრობ, მაგრამ რუსეთში ეს არავის ესმის... ყველაფერი თქვენთვის უცხოა, მაგრამ გახსოვდეთ - ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ისტორია და გაუგებარია, რისთვის უნდა იბრძოლოთ თქვენ.

გაიგეთ, ჩვენ ხალხს უნდა მშვიდობა, ხელისუფლებას უნდა მშვიდობა... ჩვენ არ ვართ მარტოები, მხარს გვიჭერენ სხვადასხვა სახელმწიფოები. საუბარია მშვიდობაზე, პრინციპებზე, თვითგამორკვევასა და უფლებაზე, თავად განვსაზღვროთ საკუთარი მომავალი.

ეს მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის და მჯერა, ეს მნიშვნელოვანია თქვენთვის. ჩვენ არ გვინდა ომი არც ცივი, არც ცხელი, არც ჰიბრიდული, მაგრამ თუ დაგვეხსმებიან თავს, საფრთხე შეექმნება ჩვენს სამშობლოს, ჩვენი შვილების სიცოცხლეს, თავს დავიცავთ, თავდასხმისას კი თქვენ დაინახავთ ჩვენს სახეს და არა - ჩვენს ზურგს!

ომი დიდი უბედურებაა და მას დიდი ფასი აქვს, ხალხი კარგავს ფულს, რეპუტაციას, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ კარგავენ ახლობლებს!. ომში არასოდესაა რამე საკმარისი, ერთადერთი კი რაც ბევრია, ესაა ტკივილი, ჭუჭყი, სისხლი და სიკვდილი... ათასობით სიკვდილი!!!

გეუბნებიან, რომ რუსეთისთვის უკრაინა წარმოადგენს საფრთხეს, ასე არ იყო, არაა ახლა და არც მერე იქნება!

თქვენ გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ გარანტიები გვჭირდება ჩვენც. მთავარი მიზანია მშვიდობა უკრაინაში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რისთვისაც მზად ვართ, ვისაუბროთ ყველასთან, ომი კი ყველანაირ გარანტიებს წაგვართმევს! აღარ იარსებებს უსაფრთხოება და ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად? ხალხი, ვისაც რეალურად შეუძლია, ეს ყველაფერი არ დაუშვას.

მოქალაქეები უნდა იყვნენ სიმართლის მხარეს, სიმართლე კი ისაა, რომ უნდა გაჩერდეთ და თუ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს მოალაპარაკებები ჩვენთან, იქნებ თქვენთან, რუსეთის მოქალაქეებთან საუბარი მოინდომონ. უნდათ თუ არა რუსებს ომი - ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, რუსეთის მოქალაქეებო!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება