სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იზოლაციის ვადა საკმარისი არ არის - მასწავლებლები, კორონავირუსის სიმპტომებით, სკოლაში დადიან
23-02-2022
-
+


იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა. სკოლის ხელმძღვანელებს, მასწავლებელთა დეფიციტის შემთხვევაში, უფლება აქვთ კოვიდინფიცირებული პედაგოგი ვირუსის დადასტურებიდან მე-6 დღეს სკოლაში გაიყვანონ, ოღონდ მასწავლებლებმა სკოლაში კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

იზოლაციის ვადების შემცირებამ მასწავლებლებში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი იძულებულნი არიან, სკოლას მაქსიმუმ ერთ კვირაში დაუბრუნდნენ. მართალია, რეგულაციის მიხედვით, სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი პედაგოგები სამსახურში რომ გამოცხადდნენ, თუმცა სიმპტომებში ძირითადად ცხელება, სურდო და ხველა მოიაზრება. ყურადღება არ ექცევა, რომ ხშირად კოვიდგადატანილები უჰაერობას და ძლიერ სისუსტეს უჩივიან. სწორედ ამ მიზეზით მასწავლებლების ნაწილი ჩივის, რომ სკოლაში დასუსტებული ჯანმრთელობით დადის და გაკვეთილებზე შეუძლოდ ხდება.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური მდგომარეობა სკოლებზე მკვეთრად აისახა. მასწავლებელთა ნაწილი ინფიცირებულია, ნაწილი - იზოლაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დირექტორებს ადამიანური რესურსი აღარ გააჩნიათ, რათა მოსწავლეებს ყველა გაკვეთილი ჩაუტარდეთ. ამ ფონზე, ინფიცირებული პედაგოგები სამსახურში დაჩქარებული წესით ბრუნდებიან და მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სიმპტომები, გაკვეთილებს ატარებენ. როგორც აღმოჩნდა, იზოლაციის ვადა საკმარისი არაა, მასწავლებლები, კორონავირუსის სიმპტომებით, სკოლაში დადიან. მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ.

უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის მძიმედ მიმდინარეობისას პედაგოგები სკოლაში გამოცხადებისგან არანაკლებ 10 დღე თავისუფლდებიან, თუმცა თუ კლინიკურად რთული მდგომარეობა არაა, მასწავლებლები სკოლას 6-7 კალენდარულ დღეში უნდა დაუბრუნდნენ.

იხილეთ ასევე: მასწავლებლები, კარანტინში 5 დღით გადავლენ  - კიდევ ვის ეხება იზოლაციის ვადის შემცირება 

ინფიცირებული პედაგოგებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო ონფორმაციას ავრცელებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება