სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მისალოცი ბარათები, სიგელები და დიპლომები - განათლების სამინისტრო 8440 ლარს დახარჯავს
23-02-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მისალოცი და სავიზიტო ბარათების, ასევე დიპლომებისა და სიგელების დამზადებაში 8440 ლარს გადაიხდის.

ტენდერის პირობებში განსაზღვრულია იმ პროდუქციის მახასიათებლებიც, რომელიც გამარჯვებულმა კომპანიამ 2022 წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს უწყებას.

განათლების სამინისტრო ჯამში შეისყიდის 200 ცალ ორი ტიპის მისალოც ბარათს: ბარათის ზომა 13სმX8სმ. კონვერტის ზომა 14სმX9სმ. 100 ცალი ბეჟი. ბარათის მასალა: ბრისტოლი (ფერი ბეჟი), 280 გრამი. კონვერტი: ტილოს ფაქტურა 110 გრ. ბეჭდვა  კლიშეთი -ფერი ოქროსფერი. დიზაინი მიწოდებული იქნება სამინისტროს მიერ. მომწოდებელის მიერ ნიმუში წარმოდგენილი უნდა იქნას დაბაჭვდამდე. ასევე 200 ცალ სერთიფიკატს: A4 ფორმატის, ტილო ქაღალდი 120 გრ. მომწოდებლის მიერ ნიმუში წარმოდგენილი უნდა იქნას დაბეჭდვამდე., 500 ცალ ფლაერს, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ 500 ცალ სავიზიტო და ჩვეულებრივად დაბეჭდილ 10150 ცალ სავიზიტო ბარათს.

სამინისტროს ტენდერის ფარგლებში შეიძენს  „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“  „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის  ფარგლებში ბენეფიციარებისთვის და სხვა ჩართული პრებისთვის გათვალისწინებული სიგელებს, ჯამში 500 ცალს, ასევე “ზოგადი განათლების ხელშეწყობის” პროგრამის  „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში სასკოლო კონკურსებში გამარჯვებულებისთვის 150 დიპლომს.

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, გაზაფხულზე სამინისტრო ასევე დაბეჭდავს 300 ბროშურას სათაურით „პოზიტიური მშობლობა“ და 140 ბროშურას - მშობლის გზამკვლევს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება