სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აქვს თუ არა ბერკეტი მასწავლებელს, დირექტორს მოსთხოვოს დეკრეტული შვებულების ანაზღაურება? - პროფკავშირის განმარტება
17-02-2022
-
+


პედაგოგების დეკრეტული შვებულების საკითხი ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა და პარლამენტში პეტიციაც შევიდა, რომლის მიხედვით დამსაქმებელს ანუ დირექტორს დაავალდებულებენ, სახელმწიფო დახმარებასთან ერთად, დასაქმებულს ექვსი თვის დეკრეტული შვებულება თავის მხრივაც სრულად აუნაზღაუროს.

ამ საკითხზე ვრცელი განმარტება პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ფინანსების დარგში ნათია კორძაძემ, პედაგოგებისთვის რამდენიმე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, კანონი არეგულირებს დეკრეტული შვებულების საკითხს, მაინც არსებობს არაერთი გამოწვევა: „შრომის კოდექსში ჩანაწერი ადასტურებს, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურებადია 183 ან 200 კალენდარული დღე (ტყუპის ან გართულებული მშობიარობის შემთხვევაში), რაც შეეხება ანაზღაურებას, სახელმწიფოს მხრიდან დედას თანხა ეძლევა 1000 ლარის ოდენობით, დანარჩენი კი დამოკიდებულია დამსაქმებლის ნებაზე.

როგორც აღვნიშნე, პრობლემა მრავალმხრივია და ისე ხდება, სოციალური ფონიდან გამომდინარე, დედა იძულებულია, ერთი თვის ბავშვი დატოვოს და გავიდეს სამსახურში, მაგრამ დამსაქმებელი უარს ეუბნება - სახელმწიფოსგან 1000 ლარი გაქვს აღებული და ვადაზე ადრე გამოსვლის შემთხვევაში, მისი დაბრუნება მოუწევს. ასეთი მიდგომა არასწორია! ხაზგასმით ვაცხადებ - ეს 1000 ლარი სკოლას ან ბაღს არ გაუცია, ის პირმა მიიღო სახელმწიფოსგან, დახმარების სახით.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესის მე-6 მუხლის, მე-5 პუნქტი განმარტავს - იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგის დეკრეტული შვებულება ემთხვევა მიმდინარე ანაზღაურებად შვებულებას, დეკრეტულის დახმარების პარალელურად, შვებულების თანხა ეძლევა სრული ოდენობით... თუმცა დირექტორები ხშირად არ უნაზღაურებენ პედაგოგებს შვებულებას - არადა დასაქმებულებმა უნდა იცოდნენ, რომ ამის უფლება აქვთ.

აქვს თუ არა ბერკეტი მასწავლებელს, დირექტორს მოსთხოვოს დეკრეტული შვებულების ანაზღაურება?

ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არსებობს - არა! თუმცა როგორც პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, უჩა ბაკურაძემ განმარტა, „კანონში არის ჩანაწერი და თუ სკოლის ბიუჯეტი აძლევს  საშუალებას, შეუძლია კეთილი ნება გამოავლინოს და მასწავლებლებს აუნაზღაუროს 183-დღიანი დეკრეტული შვებულება“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება