სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაფასებთ, მის პიროვნულ ფასეულობებს, ღვაწლს, იდეებს“- აწყვიტის საჯარო სკოლის დირექტორ ნოდარ ბერიძეს კოლეგები დირექტორობის 20 წლისთავს ულოცავენ
16-02-2022
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის დირექტორს, ნოდარ ბერიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნის 20 წლის იუბილე შეუსრულდა. 

ნოდარ ბერიძე უამრავი პიროვნული ღირსებით არის შემკული, რაც მისი სკოლისა და პედაგოგების წარმატებას განაპირობებს. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მან თანამშრომლებისა და მოსწავლეების დამსახურებული სიყვარული მოიპოვა.

აწყვიტის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, დირექტორს ულოცავს ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღს და მისალოც წერილს ავრცელებენ, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ბატონო ნოდარ, ფიქრივით სწრაფად გასულა დრო, როგორც ამბობენ - „იხუვლა, იხვართქლა წლებმა“... მრავალი ფიქრის, დაუღალავი შრომის, მრავალი განცდის და დიდი პასუხისმგებლობის ფონზე... ბატონ ნოდარ ბერიძეს მნიშვნელოვანი იუბილე აქვს - 20 წელი გავიდა, რაც იგი საგანმანათლებლო დაწესებულების - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ლიდერი, პედაგოგთა და მოზარდი თაობის წინამძღოლია. 2002 წლიდან დღემდე ბატონი ნოდარი აწყვიტის საჯარო სკოლის დირექტორია. ბატონი ნოდარი კარგი მენეჯერი, კარგი მეგობარი, პედაგოგი, კულტურული და შემოქმედებითი პიროვნებაა.​ აწყვიტის საჯარო სკოლა ვაფასებთ ბატონ ნოდარ ბერიძის პიროვნულ ფასეულობებს, მის ღვაწლს, იდეებს და გულითადად ვულოცავთ ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღს - სკოლის დირექტორად ყოფნის 20 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, უამრავ წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს რაც კი შეიძლება კარგ ადამიანს უსურვო .​ ღვთისმფარველობა არ მოგკლებოდეთ ბატონო ნოდარ!“, - წერია მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება