სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეფლექსიაზე პედაგოგებს ვებინარი ჩაუტარდებათ
15-02-2022
-
+


2022 წლის 17 თებერვალს, 19:00 საათზე ევროპის საბჭოს განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართება ვებინარი, რომლის მიზანია „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოზე“ დაფუძნებით შემუშავებული რესურსის - „მასწავლებლის რეფლექსიის ინსტრუმენტის“ წარდგენა, - აღნიშნულ ინფორმაციას მასწავლებლის სახლი აქვეყნებს.

„მასწავლებლის რეფლექსიის ინსტრუმენტი“ საგაკვეთილო პროცესის უკეთ ორგანიზებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დაძლევის პროცესში დახმარების მიზნით შეიქმნა. ვებინარის ფარგლებში, მასწავლებლები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:

სკოლაში ბულინგის პრევენცია;

მოზარდებში სტერეოტიპებთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სირთულეების აღმოფხვრა;

მოსწავლეებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდა მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაციის გზით;

ვებინარი ინგლისურ ენაზე, ევროპის საბჭოს ონლაინ პლატფორმა Blue Jeans Events-ზე გაიმართება. ვებინარში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება