| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის, იგივე ბიულეტენის გაცემის წესში ცვლილება განხორციელდა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის განსხვავებულ წესს ადგენს.
ცვლილება ეხება სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში, მათ შორის სკოლებში დასაქმებულ პირებსაც, რომელთა COVID-19-ით ინფიცირებისას შრომისუუნარობის თარიღი აითვლება სინჯის აღების თარიღიდან და გარძელდება შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული თარიღით, არაუმეტეს 7 დღისა.
კერძოდ, COVID 19-ით დაავადებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც დაავადება დაუდასტურდათ ლაბორატორიულად და ფლობენ ცნობას ტესტირების პოზიტიური შედეგის თაობაზე, აღნიშნული ცნობა ჩაითვლება საავადმყოფო ფურცლის ტოლფას სამართლებრივი შედეგების მქონედ. ამასთან, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია გაიცეს ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ ან ამოიბეჭდოს Georgia e-Health აპლიკაციიდან.
შრომისუუნარობის დაწყების თარიღი აითვლება COVID-19-ით ინფიცირების დამადასტურებელი სინჯის აღების თარიღიდან და გრძელდება 2022 წლის 4 თებერვლამდე (სინჯის აღების თარიღი) დადასტურებულ შემთხვევებში 8 კალენდარული დღე, ხოლო 2022 წლის 4 თებერვლიდან (სინჯის აღების თარიღი) – 7 კალენდარული დღე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა