სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაზიანებულია საჯარო სკოლები და ბაღები - აუდიტის სამსახური
17-02-2022
-
+


სახელმწიფო აუდიტის ანგარშის თანახმად, სამტრედიის მერიამ 2019-2020 წლებში  ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამებით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა სკოლების,  საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული მოედნების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

„აუდიტის მიმდინარეობისას, აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები. დათვალიერებით გამოვლინდა სულ 1,244.6 ათასი ლარის ღირებულების ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მაგალითად, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზისა და გასახდელი ოთახების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით − 157.7 ათასი ლარი, დაზიანებულია. გარდა ამისა, 28 ობიექტზე, ღირებულებით 1,086.9 ათასი ლარი, დაფიქსირდა სხვადასხვა ხარვეზი, კერძოდ, დაზიანებულია სასწავლო დაწესებულებები - საჯარო სკოლები და ბაღები, ამბულატორიები, სპორტული მოედნები და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები

„მუნიციპალიტეტში დანერგილი კონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც მერიის ინსპექტირების ჯგუფის საქმიანობას, ასევე საექსპერტო მომსახურების შესყიდვას, რიგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დადგენილ ხარისხს. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 1,244.6 ათასი ლარის სამუშაოები, რომლებიც დაზიანებულია და საჭიროებს გამოსწორებას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოევლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები”, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება