სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო სარეკლამო ნივთებში 40 ათას ლარს გადაიხდის
18-02-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბრენდირებული სარეკლამო ნივთების დამზადება-შეძენაში 40 ათას ლარამდე თანხას დახარჯავს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეისყიდის 300 ცალ ბრენდირებულ მაისურს - ფერი: თეთრი, მალასა კოტონი, მინიმუმ 180გრ, საყელო და მანჟეტი დამუშავებული ქარხნულად, ბრენდირებული (სამინისტროს ფერადი ლოგო, თერმული ორმხრივი ბეჭდვით, გულზე დაახლოებით ა6, ზურგზე ა4 ზომის) რაოდენობა ზომების მიხედვით: S – 100 ცალი; M – 100; L – 100 ცალი. მომწოდებლის მიერ ნიმუში წარმოდგენილი უნდა იქნას დაბეჭდვამდე, 300 ცალ ბრენდირებულ კეპს - ფერი: თეთრი, მასალა კოტონი, მინიმუმ 180 გრ, მყარი საჩრდილობლით და უკანა ნაწილით, 5 პანელით, უკან შესაკრავით,
ბრენდირებული (სამინისტროს ფერადი ლოგო თერმულად), 300 ცალ ასევე ბრენდირებულ საწერ კალამსა და ბლოკნოტს, ასევე 300 ცალ მემორანდუმის ქაღალს, ორი კატეგორიის სასაჩუქრე ჩანთას, 300 ცალ ჭიქას და ჭიქის სადგამს და 2000 ცალ ბრენდირებულ პირბადეს, რომლის მახასიათებლებიც ასე გამოიყურება: ნაჭრის ორმაგი ბრენდირებული პირბადე ფერი: მუქი ლურჯი; ბრენდირებული (სამინისტროს ლოგო 5 ფერში - თერმული ცალმხრივი ბეჭდვით ).

სარეკლამო მასალებისთვის 38 970 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში „განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვის“ კომპონენტშიცაა გაწერილი, ხოლო სარეკლამო აბრებისთვის 600 ლარი „საერთაშორისო პროგრამებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობის“  ქვეპროგრამაშია გამოყოფილი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, პროდუქტის მიწოდება სამინისტროსთვის 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

უწყებას შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს, განაცხადების მიღება 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება