სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს
09-02-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის, ბეშთაშენის, განთიადის, გუმბათის, დაშბაშის, თრიალეთის, დაბა ბედიანის, სამების, ოზნის, ხანდოს, ახალშენის, დარაქოვის, არწივანის, წალკის N1 და წალკის N2 საჯარო სკოლების გარემოს დამცველმა მოსწავლეებმა, საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. სკოლებს გრანტის სახით გადაეცათ 1 000 ევროს ექვივალენტი ლარში.

სკოლებმა გრანტი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა" ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა (LAG) და CENN-ისგან მიიღეს. 

გამარჯვებული სკოლების მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს.

სკოლების მიერ განხორციელებული აქტივობები მართლაც მრავალფეროვანი იყო. კერძოდ, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები, მოაწყვეს მწვანე კუთხეები და ღია კარის დღეები, დაასუფთავეს სკოლის ბიბლიოთეკა, მოაწყვეს ფოტოკონკურსი და ა.შ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ სკოლების მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებასაც აწვდიან.

საგრანტო პროგრამის მიზანი გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება იყო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება