| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანი ჯალაბაძე, ომარი თედორაძე და მანანა ჭიხვარია კავკასიის უნივერსიტეტის პროექტში - „კამათი ხელოვნება“ მონაწილეობდნენ.
პროექტში სხვადასხვა რეგიონის გუნდები იყვნენ ჩართულნი.
თამაში 4 დეკემბერს დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ერკეთის საჯარო სკოლის გუნდმა იმუშავა თემაზე - „შეთანხმება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“. მოსწავლეებმა თამაშის ფარგლებში მთავრობის წევრების როლი მოირგეს და კამათის ხელოვნების გამოყენებით საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.
„წილისყრით განაწილდა პრემიერ-მინისტრის და სხვა მინისტრების პოზიციები. მომავალმა მთავრობამ, კამათის ხელოვნების გათვალისწინებით, წარმოადგინა თავისი ხედვა. მოკამათე გუნდები შეთანხმდნენ, რომ ვაჭრობის განვითარება სასაზღვრო ზოლთან, ორივე მხარის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ტურიზმი და სხვა ახალგაზრდული პროექტები უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი.
ჟიურიმ, უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორმა, საუკეთესოდ შეაფასა ჩვენი გუნდის მომზადება. ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ ის სამადლობელი სიტყვები, რაც ამ დღეს მოისმინეს.
ანი, ომარი, მანანა და მათი თანატოლები ქვეყნის საუკეთესო მომავალს ქმნიან. წარმატებები მათ ამ რთულ, მაგრამ საამაყო გზაზე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ