სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცუცხვათის საჯარო სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბი დაიწყებს მუშაობას
09-02-2022
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბი დაიწყებს მუშაობას.

პროექტი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს, სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბების შექმნას ითვალისწინებს. პროექტში სულ 30 სკოლა მონაწილეობს. რჩეულთა შორის ცუცხვათის საჯარო სკოლა დამსახურებულ ადგილს იკავებს და გამოწვევას სიხარულით ხვდება. 

პროექტის ფარგლებში სკოლას გადაეცემა არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. ამ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბი ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებს. სკოლებში AI კლუბები 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ. ხელოვნური ინტელექტის კლუბში 18 მოსწავლე გაწევრიანდება. კლუბის წევრები მუშაობას მარტიდან დაიწყებენ. 

პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებისთვის გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ.

კლუბს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი თეა ღვინიანიძე ​უხელმძღვანელებს. ცუცხვათის საჯარო სკოლის დირექტორი კი დავით კუპრაშვილი გახლავთ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება