სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუმბათის საჯარო სკოლაში იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია ჩამოყალიბდა
07-02-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროექტის - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, ფარგლებში იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია ჩამოყალიბდა.

ლაბორატორიის წევრებმა სკოლაში შემაჯამებელი აქტივობა ჩაატარეს, აქტივობები დაგეგმეს, სამაგიდო თამაში ითამაშეს და წალკის ახალგაზრდული იდეის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შემაჯამებელი აქტივობა რამდენიმე ეტაპად დაიყო:
1. „მოსწავლეებმა პირველ ბლოკით შესწავლილი თემები გაიხსენეს და მათ უკეთ გასაგებად აქტივობები დაგეგმეს, შემდეგ მათ მიერ მოფიქრებული აქტივობები ჩაგვიტარეს მსმენელებს; გაგვიხარდა, რომ აქტივობებში ძირითადად ცდილობდნენ მონაწილეების ჩართვასა და აქტიურობას;
2. შემდეგ ითამაშეს სამაგიდო თამაში „ინოვატორი", რომელიც იდეებისათვის რესურსების მობოლიზებას ასწავლის;
3. ლაბორატორიის წევრებს აქვთ რამდენიმე იდეა: პროფესიული კურსების შემსწავლელი ოთახის გამოყოფა სკოლაში, სკოლის ეზოში ხეივანის გაშენება, ღია სივრცის შექმნა შეხვედრებისთვის სკოლის ეზოში. ჩამოთვლილი იდეები გააცნეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მათ ერთად განიხილეს მხარაჭერისა და თანამშრომლობის გზები;
4. შევხვდით წალკის ახალგაზრდული იდეის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადებული და სწორედ ამ კონკურსში ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას, ჩვენი იდეებისთვის ფინანსური მხარდამჭერების მოსაპოვებლად“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება