სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელები სასწავლო პროცესში ელექტრონულ დაფას დიდი წარმატებით იყენებენ
01-02-2022
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან.​ მესამეკლასელებმა პედაგოგის, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, „პადლეტის“ ელექტრონული დაფის გამოყენებით, ნამუშევრების გამოფენა არაერთხელ მოაწყეს.

ახლა კი, „პადლეტის“ პლატფორმაზე მოსწავლეებმა მათემატიკაში კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი წარადგინეს. დისტანციური თუ შერეული სწავლების პირობებში ჯგუფური მუშაობის ელემენტების შემოტანა მეტად საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლების პროცესს.

„პადლეტის“ პლატფორმა ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა, სადაც მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად, სწავლობენ თანამშრომლობას, პასუხობენ შეკითხვებს, იყენებენ ფოტო-ვიდეო რესურსებს და სტატიებს, ასევე აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.

„პადლეტის“ ელექტრონული დაფის მთავარ ღირებულებას კი წარმოადგენს ის, რომ პედაგოგი, როგორც ჯგუფური სამუშაოს ფასილიტატორი, პროცესს აკვირდება და თვალნათლივ ხედავს, რას აკეთებენ მოსწავლეები, როგორ მუშაობენ, ხომ არ სცდებიან საკითხს და ა.შ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

აღსანიშნავია, რომ „პადლეტის“ პლატფორმაზე მოსწავლეებმა უკვე მოაწყეს აფიშების, დიორამების, ქართული
ენის კომპლექსური დავალების და ვებ პორტალის kargiskola.ge-ის რესურსის - „მოდი, დავწეროთ!“ მიხედვით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა.

იხილეთ ფოტოები და ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4 და ბმული 5.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება