სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებლები, რომლებსაც დისტანციური სწავლების არჩევა შეუძლიათ-რა დოკუმენტი უნდა წარადგინოს პედაგოგმა, რომ მას ონლაინ სწავლების არჩევის უფლება მიეცეს?
19-02-2022
-
+


კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდამ მასწავლებლების ინფიცირების რისკიც გაზარდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებით ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს დაუდასტურდა.

გარდა დადასტურებული შემთხვევებისა, ასეულობით პედაგოგი იზოლაციაშია. სამინისტრომ სწავლების ფორმატის არჩევანის საშუალება მხოლოდ მოსწავლეებს მისცა - მათ შეუძლიათ ყოველ ხუთშაბათს შეცვალონ გადაწყვეტილება, გაკვეთილებს სკოლაში დაესწრონ თუ ონლაინ რეჟიმში. დისტანციური სწავლების არჩევანის უფლება კი მასწავლებლების მცირე ნაწილს აქვს, მათ, ვინც რისკჯგუფად ითვლება.

რომელ პედაგოგებს შეუძლიათ ონლაინ სწავლების ფორმატზე გადასვლა? ვინ იგულისხმება რისკჯგუფში და რა დოკუმნენტი უნდა წარადგინოს მასწავლებელმა სკოლაში, რომ მას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის უფლება მიეცეს და ამან მის ანაზღაურებაზე არ იმოქმედოს?

მასწავლებლების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ რისკჯგუფში მხოლოდ ასაკიანი პედაგოგები შედიან, რეალურად კი რისკჯგუფს განეკუთვნებიან როგორც 60 წელს გადაცილებული მასწავლებლები, ასევე ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. გარდა ქრონიკული დაავადებებისა, თუ პედაგოგს ექიმი მისცემს ცნობას, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მოცემულ პერიოდში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშ იქნება, თუ ის სკოლაში ივლის, მასწავლებელი გაკვეთილების დისტანციურად ჩატარებას შეძლებს.

როდესაც მასწავლებლის მიერ დისტანციური სწავლების არჩევაზე ვსაუბრობთ ჩნდება კითხვა - ასეთი პედაგოგების საგანი სრულად დისტანციურად ჩატარდება და მოსწავლეებიც, ავტომატურად, კონკრეტულ საგანში ონლან სწავლებაზე გადავლენ თუ კლასებს სხვა პედაგოგები ჩაუტარებენ სკოლაში გაკვეთილს, რისკჯგუფის მასწავლებლები კი „ონლაინ კლასებში“ გადანაწილდებიან? - სამინისტრომ ამ საკითხის დარეგულირება სკოლებს დაავალა, პედაგოგი ვის ჩაუტარებს ონლაინ გაკვეთილებს - მხოლოდ თავის მოსწავლეებს თუ „ონლაინ კლასებს“, ამას თავად სკოლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს. რაც შეეხება ანაზღაურებას, რისკჯგუფში მყოფი პედაგოგები ხელფასს ჩვეულებრივად მიიღებენ, თუ მისი გაკვეთილები ჩატარდება. ამ საკითხს სკოლის ადმინისტრაციამ ორგანიზება ისე უნდა გაუკეთოს, რომ პედაგოგმა კუთვნილი ანაზღაურება მიიღოს (არ გაცდეს გაკვეთილები არც სკოლაში და არც დისტანციურად).

შეგახსენებთ, რომ სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების მოთხოვნით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება