| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შესახებ ვკითხულობთ, მიზანი, რომელსაც ამ მხრივ მთავრობამ უნდა მიაღწიოს არის ის, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულებამ მოახერხოს და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, მხარდაჭერაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესი ყველა ბავშვისთვის.
2027 წლისთვის, იმ დაწესებულების რაოდენობა, რომელიც სამოქმედო გეგმით გაწერილ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საერთო რაოდენობის 40 პროცენტი მაინც უნდა იყოს.
სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ მოხდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული კვალიფიკაციის მინიმუმ საბაკალავრო საფეხურთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, პროფესიული განვითარება, მათი საქმიანობის რეგულარული მონიტორინგი და შეფასება.
2021 წლის მონაცემებით ბაკალავრის ხარისხის მქონე აღმზრდელ-პედაგოგების პროცენტული წილი მთლიან რაოდენობაში 35 პროცენტს შეადგენს, რაც 2027 წელს 50 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2032 წელს 70 პროცენტი უნდა შეადგინოს. რაც შეეხება იმ აღმზრდელ-პედაგოგთა რაოდენობას, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შეფასების ახალი სისტემის კრიტერიუმებს, განხილული არ არის.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ მიზნის მიღწევას ხელი შეიძლება ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობამ და დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსის არარსებობამ შეუშალოს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ