სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

VIII-IX კლასების მასწავლებლები პროექტს უხელმძღვანელებენ - მინისტრის ახალი ბრძანება
28-01-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით „მეცნიერება იწყება სკოლიდან  −  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსის საგრანტო წესში ცვლილება განხორციელდა. ბრძანების თანახმად, დოკუმენტს დაემატა რამდენიმე პუნქტი, ზოგიერთი კი ახლებურად დარედაქტირდა.

საგრანტო კონკურსის ჩატარების წესში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის თანახელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII-XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი. პროექტის ხელმძღვანელი  პროექტის განხორციელებისათვის არჩევს საჯარო სკოლას და პროექტის ასისტენტს; პროექტში უნდა მონაწილეობდეს პროექტის ასისტენტი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელსა და თანახელმძღვანელს პროექტის განხორციელებაში;

რაც შეეხება დაფინანსებას, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელის და პროექტის ასისტენტის  საგრანტო დაფინანსება – რაც  გულისხმობს  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული სუბიექტების საგრანტო დაფინანსებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 40%-ს; პროექტს შეიძლება ჰქონდეს თანადაფინანსება როგორც ფულადი, ასევე არაფინანსური მონაწილეობის (in-kind contribution) სახით საჯარო სკოლის, პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის, პროექტის ასისტენტის ან მესამე იურიდიული/ფიზიკური პირის მხრიდან. თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში პროექტთან ერთად ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი წერილობითი დადასტურება თანადაფინანსების ღირებულების მითითებით.

კვლევის შედეგებზე პასუხისმგებელია სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები

პროექტები შეფასდება ორი კრიტერიუმით:  პროექტის მდგრადობა და ზეგავლენა - სკოლის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი კლუბების დაარსების შესაძლებლობა. პროექტის ზეგავლენა ინსტიტუციურ დონეზე, ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით ახალი პარტნიორული ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების პრაქტიკაზე. კვლევის შედეგების გავრცელების  მექანიზმი - პროექტის გავრცელების საშუალებები და პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში.

თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. შეფასების მეორე ეტაპზე ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 10 ქულა.

პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა შეფასების მეორე ეტაპზე პროექტმა მიიღოს 6 და მეტი ქულა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება