სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ პედაგოგებს მუშაობა სურთ, აიცრან! ამისთვის 2-კვირიანი ვადა აქვთ“ - სოხუმის ყველა სკოლა 4 თებერვლამდე დაიხურა
28-01-2022
-
+


27 იანვრიდან 4 თებერვლამდე სოხუმის ყველა სკოლა, გაუარესებული ეპიდვითარების გამო, კარანტინში გადადის, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის მინისტრმა, ინალ გაბლიამ „აფსნიპრესს“ განუცხადა.

მისივე თქმით, რესპუბლიკაში კორონავირუსით, ჯამში, 83 მასწავლებელი და 150 ბავშვია ინფიცირებული. მანვე განაცხადა, რომ „თუ პედაგოგებს მუშაობა სურთ, აიცრან და მათ ვაქცინაციისთვის ორ კვირას მისცემენ“.

 
აფხაზეთში მსურველებს რუსული ვაქცინა „სპუტნიკით“ ცრიან. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციის თანახმად, 26 იანვრის მდგომარეობით აცრილია 16 622 ადამიანი.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია გაგრის სკოლებშიც. 

სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 583 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა. აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში ამ ეტაპზე 156 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში Covid-19-ის 41 458 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 35 765 პირი, გარდაიცვალა 590 ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „ათინათი“ ავრცელებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება