TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენ მასწავლებელს ჩაუტარდება წინასაგამოცდო ტრენინგები? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
27-01-2022
-
+


განათლებისა და მეცინერიების სამინიტრო არ ფლობს ინფორმაციას, რამდენ მასწავლებელს აქვს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 50%-იანი ბარიერი გადალახული. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ etaloni.ge - მას შემდეგ დაინტერესა, რაც უწყებამ ახალი ბრძანება გამოაქვეყნა, რომელიც პედაგოგებს წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. 

უცვე ცნობილია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდას ჩაატარებს. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს. 

რა რაოდებოის კონტენტისთვის უნდა მოემზადოს უწყება და დაახლოებით რამდენი აპლიკანტს ექნება აღნიშნული გამოცდის ჩაბარების უფლება ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო არ ფლობს. ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე, უწყებამ საკითხზე პასუხის გაცემა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერც მათგან მივიღეთ. საჯარო ინფორმაციაზე გამოცდების ცენტრმა შემდგი პასუხი გაგვცა:

„განვიხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გადმოგზავნილი, ცენტრში თქვენი განცხადება გარკვეული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში ცენტრი) კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ ცენტრში თქვენ მიერ მოთხოვნილი ფორმით ინფორმაცია დამუშავებული არ არის.

ამდენად, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა“, - აღნიშნულია წერილში. 

შესაძლოა ვიფიქროთ, რომ აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვანი არ არის და მთავარია, გამოცდა ტარდება, თუმცა თუ უფრო ფართო კუთხით შევხედავთ, დავინახავთ, რომ კონტენტის ცოდნა მიახლოებით მაინც მნიშვნელოვანია, რათა სათანადოდ შეძლონ სხვადასხვა სსიპ-ებმა წინასაგამოცდო აქტივობების ჩატარება. თუნდაც, იმის განსაზღვრა, რამდენ პედაგოგს ჩაუტარდება წინასაგამოცდო ტრენინგები, რომელსაც მასწავლებლის სახლი ტრადიციულად ყოველ წელს ატარებს...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება