სიახლეები
სიახლეები

„ესქულში“ ცვლილებები განხორციელდა - რა უნდა მოასწრონ მასწავლებლებმა 15 იანვრამდე
12-01-2022
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა სკოლამ eSchool-ში საგაკვეთილო განრიგი მეორე სემესტრის შესაბამისად, 14 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ/შეცვალონ. ასევე საყურადღებოა, რომ საგნები, რომლებიც მეორე სემესტრში აღარ ისწავლება, „ესქულში“ უნდა მოინიშნოს, როგორც გაუქმებული - დაუშვებელია მისი წაშლა.

რა ხარვეზები გამოვლინდა I სემესტრის დასრულებისას? როდის უნდა გადანაწილდნენ მოსწავლეები ონლაინ ჯგუფებში და რა არ უნდა გააკეთოს სკოლის ადმინისტრაციამ, რომ მასწავლებლებმა დისტანციური გაკვეთილების ანაზღაურება არ დაკარგონ? - ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხის დასაზუსტებლად გაეცანით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განცხადებას ვრცლად:

„მოგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) განხორციელდა სემესტრის ცვლილება, შესაბამისად ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს საგაკვეთილო განრიგის შევსება/ცვლილება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შესაბამისად 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელია Microsoft Teams-ისა და ელექტრონული ჟურნალის მიზნებისათვის.

აქვე გაცნობებთ, რომ იმ საგანს/საგნებს, რომელიც/რომლებიც არ ისწავლება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) უნდა მოენიშნოს „გაუქმება“ და არა „წაშლა“.

გაკვეთილის გაუქმების თარიღად კი მითითებული უნდა იქნას 2022 წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე პერიოდი, ხოლო ისეთი საგნისა და გაკვეთილის დამატების შემთხვევაში, რომელიც არ ისწავლებოდა 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, მაგრამ ისწავლება მეორე სემესტრის დაწყებისთანავე, გაკვეთილის დაწყების თარიღად მითითებული უნდა იქნას აღნიშნული ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ასახვის თარიღი. ხოლო ისეთი საგნის არსებობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა ისწავლებოდეს მეორე სემესტრის შუა რიცხვებიდან (არა სემესტრის დაწყებისთანავე), მათი ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) უნდა განხორციელდეს თარიღების სიზუსტით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ელექტრონულ ჟურნალს ინფორმაცია მიეწოდება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool), რომელსაც ასახვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

გაცნობებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ასახული თარიღის მიუხედავად, ელექტრონული ჟურნალისათვის გაკვეთილის დაწყების თარიღი იქნება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყების თარიღი - 2022 წლის 17 იანვარი ან მომდევნო ის დღე და რიცხვი, როდესაც აღნიშნული გაკვეთილი გადანაწილებული იქნება საგაკვეთილო განრიგში (მაგ: თუ პირველი უცხოური ენა - ინგლისური ენა საგაკვეთილო განრიგში გადანაწილებულია ხუთშაბათ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ აღნიშნული საგნის დაწყების თარიღად მიუთითა, პირობითად, 2022 წლის 13 იანვარი, ელექტრონული ჟურნალი აღნიშნული გაკვეთილის დაწყების თარიღად მიუთითებს 2022 წლის 20 იანვარს).

აქვე წარმოგიდგენთ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციას, რომელმაც შემდეგ გარკვეული ხარვეზები გამოიწვია ელექტრონული ჟურნალის წარმოების დროს:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არასწორად ხორციელდებოდა საგნების დამატება, რაც ელექტრონულ ჟურნალში იწვევდა განსხვავებული შეფასების ტიპის გააქტიურებას. კერძოდ, არჩევითი საგნების დამატება ხორციელდებოდა ძირითად/სავალდებულო საგნებად, შესაბამისად, მათ ელექტრონულ ჟურნალში ჰქონდათ განმსაზღვრელი შეფასება. არჩევითი საგნების დამატების სურვილის შემთხვევაში, არჩეული უნდა იქნას ისეთი საგანი, რომელსაც დასახელებაში მითითებული ექნება „არჩევითი“. რაც შეეხება სავალდებულო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, აღნიშნული საგანი დამატებული უნდა იქნას სახელწოდებით „დამატებითი მომსახურება“. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი არჩევითი საგანი, რომლის დამატებაც სურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, არ იძებნება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგნების ჩამონათვალში, აღნიშნულის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციოს სისტემას და თან დაურთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობა (ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი არჩევითი საგნების შემთხვევაში). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების შესაბამისი საგანი არ იძებნება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ ასევე წერილობით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და აცნობოს აღნიშნული საგნის ზუსტი დასახელება და შეფასების ტიპი (განმავითარებელი/განმსაზღვრელი/ჩათვლა) კლასების მიხედვით. მიზანშეწონილია, ასახული ინფორმაციის სისწორე სასწავლო სემესტრის დაწყებისთანავე გადაამოწმოს მასწავლებელმა, რათა შესაძლებელი იყოს აღნიშნული ხარვეზის დროულად გამოსწორება სკოლის ადმინისტრაციის მიერ;

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) დროულად უნდა იქნას შექმნილი განაყოფები და სწორად გადანაწილებული მოსწავლეები. როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ინფორმაციასაც ელექტრონული ჟურნალი იღებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool). ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლის მხრიდან უნდა განხორციელდეს სასწავლო სემესტრის დაწყებისთანავე, რათა შესაძლებელი იყოს აღნიშნული ხარვეზის დროულად გამოსწორება სკოლის ადმინისტრაციის მიერ.

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგაკვეთილო განრიგიდან დროულად ამოღებული უნდა იქნას ის მოსწავლე/სსსმ მოსწავლე, რომელსაც არ ეკუთვნის აღნიშნულ გაკვეთილზე დასწრება. ასევე, დროულად უნდა იქნეს დამატებული ზემოხსენებული მოსწავლე/სსსმ მოსწავლე არსებული გარემოებების შეცვლის შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობაც აქვს მასწავლებელს, შესაბამისად, მიზანშეწონილია, მასწავლებელმა დროულად გადაამოწმოს მოსწავლეთა სია, რათა შესაძლებელი იყოს აღნიშნული ხარვეზის მყისიერი გამოსწორება სკოლის ადმინისტრაციის მიერ.

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) გაკვეთილის წაშლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაკვეთილი არასწორად იქნა დამატებული საგაკვეთილო განრიგში. იმ შემთხვევაში, თუ დამატებული გაკვეთილი იყო სწორი, თუმცა აღნიშნულ გაკვეთილზე ხორციელდება რაიმე სახის ცვლილება (იცვლება მასწავლებელი, პერიოდი, რიგითობა და ა.შ.), უნდა განხორციელდეს აღნიშნული გაკვეთილის გაუქმება (არავითარ შემთხვევაში წაშლა, ვინაიდან წაშლა იწვევს ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის წაშლასაც და იგი აღდგენას აღარ ექვემდებარება). აღნიშნული ეხება ონლაინ ჯგუფებსაც (იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აღარ არსებობს ონლაინ ჯგუფი, უკვე ჩატარებული გაკვეთილები არ უნდა წაიშალოს, ამ შემთხვევაშიც უნდა განხორციელდეს გაკვეთილების გაუქმება).

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) აქტიური უნდა იყოს სწავლების ის ტიპი, რომელზეც იმყოფება შესაბამისი კლასი/პარალელი. აღნიშნული ინფორმაციის დროული ასახვა საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემდეგში ელექტრონული ჟურნალის წარმოების მიზნებისათვის. მასწავლებელი როგორც კი აღმოაჩენს, რომ ელექტრონულ ჟურნალში განსხვავებული საგაკვეთილო ცხრილია აქტიური (მაგ. დასწრებული სწავლების ნაცვლად, ფიქსირდება დისტანციური ან ჰიბრიდული სწავლების ცხრილი), აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას ხარვეზის გამოსწორების მიზნით.

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ აქამდე ონლაინ სწავლებაზე დარეგისტრირებული მოსწავლეები უნდა დარჩნენ ონლაინ ჯგუფებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ 2022 წლის 13 იანვარს განხორციელდება მათი რეგისტრაციის გაუქმება. ამასთან, ხსენებულ თარიღში დარეგისტრირებული მოსწავლეები დაუყოვნებლივ უნდა იქნან გადანაწილებულნი შესაბამის ონლაინ ჯგუფებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ონლაინ ჯგუფების შექმნა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა დროული გადანაწილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის დანამატის დათვლის მიზნებისთვისაც. ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საგაკვეთილო განრიგში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელებისათვის, უნდა მიმართოთ გაკვეთილის გაუქმებისა და არა წაშლის ფუნქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, წაშლილ გაკვეთილზე მასწავლებლის დანამატის დათვლა ვერ განხორციელდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება