TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

წიგნების, ქაღალდის და სწავლის შიში - 10 ყველაზე გავრცელებული ფობია
06-02-2022
-
+


სხვადასხვა სახის ფობია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კონკრეტულ ფობიას მოზრდილების დაახლოებით 12,5% სიცოცხლის განმავლობაში განიცდის.

etaloni.ge რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ფობიას წარმოგიდგენთ, რომლებიც სკოლასა თუ სწავლას უკავშირდება.

1. სკოლის ფობია, იგივე დიდასკალეინოფობია (Didaskaleinophobia)

დიდასკალეინოფობია არის სკოლის შიში ან სკოლაში სიარულის შიში. ცნობილია, რომ სკოლაში მიმავალი ბავშვების 2-დან 5%-მდე ასეთი ფობიით არის დაავადებული. სიტყვა დიდასკალეინოფობია მომდინარეობს ბერძნულიდან - Didasko, რაც ნიშნავს სწავლებას და phobos, რაც ნიშნავს ზიზღს ან შიშს.

2. სწავლის ფობია - სოფოფობია (Sophophobia)

სოფოფობია ყველაზე მარტივად განისაზღვრება, როგორც „სწავლის შიში“. მკვლევარები თვლიან, რომ ფობია ტრავმული გამოცდილებით არის გამოწვეული. 

3. სასკოლო დავალებების შიში

საშინაო დავალებების შფოთვა მდგომარეობაა, როდესაც მოსწავლეებს დავალების შესრულების შიში აწუხებთ, შიში იმისა რამდენად მოეწონებათ მათ მიერ შესრულებული საქმე.

4. ადამიანების შიში - ანთროფობია (Anthrophobia)

ანთროფობია ოფიციალურად კლინიკური დიაგნოზია. ბევრი სპეციალისტი ამ მდგომარეობას სპეციფიკურ ფობიად აღიქვამს. ანთროპოფობიის მქონე ადამიანები სხვა ადამიანების გვერდით ყოფნისას გრძნობენ ძლიერ შიშსა და შფოთვას.

5. რიცხვების შიში -  არითმოფობია (Arithmophobia)

ამ  ფობიით შეპყრობილ ადამიანებს ყველა რიცხვის განზოგადებული და კონკრეტული რიცხვების შიში სტანჯავთ. ამ ფობიას ზოგჯერ - ნუმეროფობიასაც უწოდებენ

6. წარუმატებლობის შიში, იგივე ატიჩიფობია (Atychiphobia)

პიროვნებებს, რომლებიც ატიჩიფობიას ებრძვიან, შეიძლება წარუმატებლობის უკიდურესი შიში განიცადონ, იმ დაცინვის გამო, რომელსაც შეიძლება წარუმატებლობის შემთხვევაში შეეჯახონ. 

7. წიგნების შიში - ბიბლიოფობია (Bibliophobia)

ბიბლიოფობია წიგნების მიმართ უჩვეულო ფობიაა. ის შეიძლება ფართოდ განისაზღვროს, როგორც წიგნების შიში და ასევე, ხმამაღლა ან საჯაროდ კითხვის შიში.

8. მოზარდების შიში, იგივე ეფებიფობია (Ephebiphobia)

ეფებიფობია არის ახალგაზრდობის შიში. ეს ფენომენი პირველად მოიხსენიებოდა, როგორც „თინეიჯერების შიში ან ზიზღი“. ამ საკითხზე სპეციალისტებში აზრთა სხვადასხვაობა დღემდეა.

9. საჯარო საუბრის შიში - გლოსოფობია (Glossophobia)

გლოსოფობია არის სოციალური ფობიის ქვეჯგუფი, სოციალური სიტუაციების შიში. გლოსოფობიის მქონე ადამიანებს ახალ ადამიანებთან კონტაქტის დამყარების შიში, ან სხვათა წინაშე დავალებების შესრულების შიში აქვთ.

10. ქაღალდის შიში, იგივე პაპიროფობია (Papyrophobia)

პაპიროფობებს ქაღალდთან შეხებისა და გაჭრის შიში აქვთ. მასზე წერაც კი მათთვის აუტანელ სტრესსა და შიშს - უკონტროლო სუნთქვას და პანიკის შეტევებს იწვევს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება