TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზღაპრული საახალწლო ღონისძიება დისველის საჯარო სკოლაში
10-01-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

როგორც, სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი წერს, ღონისძიება ინგლისურ ენაზე წარიმართა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

სკოლა და პედაგოგი ყველას ულოცავს ახალ 2022 წელს და ნაყოფიერ სასწავლო წელიწადს უსურვებს.

„ახალი წელი რომ ჭეშმარიტებასავით ჩაგვესმის ცნობიერებაში, გვიხალისებს ცხოვრების ყოველდღიურ რუტინას - ეს ზოგადი ცნებააა, ხოლო საახალწლო განწყობა რომ ამ რუტინის ნათელი წერტილია, სადაც სიცოცხლე და სიყვარული განსაკუთრებით იგრძნობა - ეს უდრეკი ფაქტია.
მე ამ ახალ წელს ჩემს თოთოეულ მოსწავლეს, კოლეგას, ახლობელს, უცნობს თუ ნაცნობს ვუსურვებ, პირველ რიგში, ჯანმრთელობასა და ღვთის კურთხევას, ხოლო ამ ანგელოზებს, რომელიც  დიდი მოთმინებით მელოდნენ სკოლის ჭიშკართან, ვუსურვებ ისეთ უანგარო ადამიანურ ზნეობრივ აღმავლობას, როგორი ხასიათიც და ჟინიც გამოავლინეს ღონისძიების ორგანიზების  დროს.
ახალ წელს, როგორც ყოველთვის, ჩვენმა სკოლამაც ჩვეული სულისკვეთებით იზეიმა. სკოლამ, რომელსაც ერთი ოჯახი ჰქვია და რომლის ამომავლი წერტილიც, ყოველ ახალ წელს მოსწავლეების წინსვლა და წარმატებაა.
სწორედ ამიტომ მოგახსენებთ, რომ ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლამ საახალწლო ღონისძიება ჩაატარა, სადაც მონდომებული მოსწავლეები დიდი შემართებით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს და მსახიობური ოსტატობით განასახიერებდნენ ზღაპრის გმირებს.
ღონისძიება წარიმართა ინგლისურ ენაზე (მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი), ხოლო მათი შემართება თითეული მოსწავლის გულიდან და სულიდან გამომდინარეობდა. დისველის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალ წელს! დაე, მრავალჟამიერი იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური!“,- წერს ნინო დოხტურიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება