სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ელექტრონულ ჟურნალში მუშაობის გასამარტივებლად - 5 რეკომენდაცია მასწავლებლისგან
10-01-2022
-
+


სკოლებში მატერიალური ჟურნალის ელექტრონულით ჩანაცვლების შემდეგ, მასწავლებლებისთვის თავსატეხი არ ილევე - ზოგს შემაჯამებელი ქულა ვერ გამოჰყავს, ზოგი გარკვეულ ფუნქციებში ცდილობს დღემდე გაერკვეს, ხან თავად სისტემა მუშაობს ხარვეზებით.

სწორედ ამ საკითხებს ეხმაურება მასწავლებლის - გიორგი ლაფერიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც დეტალურად საუბრობს, თუ რა იქნებოდა მისთვის, როგორც პედაგოგისთვის მიზანშეწონილი, რათა ელექტრონული ჟურნალის წარმოება ხარვეზების გარეშე შეძლოს.

„ელექტონული ჟურნალის წარმოება რომ უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული, სიახლე არ გახლავთ. მოლოდინი,  ელექტრონული ჟუნალის დანერგვა შეამსუბუქებდა ჟურნალის წარმოების რუტინულ შრომას, არ გამართლდა, არა და ასეც უნდა მომხდარიყო, რომ არა ზოგირთი ხარვეზი, ეს პოსტიც ელექტრონული ჟურნალის დახვეწის სურვილით არის ნაკარნახევი, ვფიქრობ, ქვემოთ ჩამოთვლილი ხარვეზების გასწორება ბევრად გაამარტივებს ელექტრონულ ჟურნალთან მუშაობის პროცესს“, - წერს პედაგოგი და 5 პუნქტიან რეკომენდაციებს აყალიბებს.

1) ჟურნალში მოსწავლეთა სიაში ერთ გვერდზე სასურველია ჩანდეს მოსწავლეთა გვარების ჩამონათვალი მაქსიმალური რაოდენობით, მაგალითად 30 მოსწავლის გვარი და არა 11 მოსწავლის როგორც ეს არსებულ ელექტრონულ ჟურნალშია, ამისათვის უჯრების ზომები უნდა შემცირდეს Microsoft Excel-ის უჯრის ზომებამდე.

2) მოსწავლის გვარის გასწვრივ, სასურველია, უძრავ სვეტში ჩანდეს მის მიერ მიღებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული ქულა დაგაცდენების ჯამური რაოდენობა, ხოლო დანარჩენი სვეტები იყოს მოძრავი და დათარიღებული, რათა შეიძლებოდეს გვერდის გასრიალებით მოსწავლის მიერ მიღებული ნიშნების დათვალიერება, ისე როგორც ეს მარტივად კეთდება Microsoft Excel-ში. და ნაჩვენებია სურათზე. ასევე ყოველი სვეტის ბოლო უჯრაში სასურველია ჩანდეს მოცემულ დღეს გაცდენების ჯამური რაოდენობა, როგორც ამას ქაღალდის ჟურნალში ვაკეთებდით.

3) სასურველია ნიშნის შეტანა შესაბამის უჯრაში ერთი წკაპით (ნაცვლად 5-ისა), ხოლო კორექტირება ნიშნის მონიშვნით ან ორმაგი წკაპით, ამისთვის საკლსაო და დამოუკიდებელი ნიშნებითვის სვეტები უნდა იქნას გამიჯნული, ისე როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.




4) სემესტრის განმავლობაში მოსწავლის მიერ მიღებული ყველა ნიშნის ნახვა, სასურველია ხორციელდებოდეს სიაში მის გვარზე ერთი წკაპით ან ორმაგი წკაპით. ნაცვლად იმისა, რომ გადახვიდე "კლასი"-ის რეჟიმში აირჩიო მოსწავლის ნიშნების ნახვა, სადაც შესაძლებელია ნიშნების მხოლოდ დათვალიერება და არა მათი რედაქტირება, რისთვისაც კვლავ უნდა დაბრუნდე "ჟურნალი"-ის რეჟიმში. ამიტომ ნიშნების რედაქტირება სასურველია შესაძლებელი იყოს ყველგან სადაც ისინი ჩანს.

5) ჩანიშნული შემაჯამებლების ჩამონათვალის ნახვა სასურველია შესაძლებელი იყოს ერთი წკაპით ან ორმაგი წკაპით, რათა მარტივად ხელმისაწვდომი იყოს მათი რედაქტირება და არასწორად ჩანიშნული შემაჯამებლების გაუქმება ან ახალი შემაჯამებლის ჩანიშვნა.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

სექტემბრიდან მასწავლებლები 1250 ლარიან დანამატს მიიღებენ - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია

შეფასების კრიტერიუმები ცნობილია - რა მინიმალური ქულა გჭირდებათ დაფინანსების მისაღებად

ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის 923 შემთხვევა დაფიქსირდა - 2025 წელს ჯამში ბავშვთა მიმართ ძალადობის 1560 შემთხვევა აღირიცხა

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფორმეს თითოეული ასო

 

ქიმიის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა დაბინძურებული ჰაერის გამწმენდი აპარატის ორი მოდელი

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნამუშევრები
 

პროექტ-გაკვეთილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ბერულავა

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება