სიახლეები
სიახლეები

ბიჭი, რომელმაც თავისი წარმატებებით სტერეოტიპები დაამსხვრია
27-12-2021
-
+


გიორგი მოსიძე აჭარის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაში არსებულ მატათა მოციქულის გიმნაზია - პანსიონში გაიზარდა და სკოლაში  სწავლისას პირველი 9 წელი ამავე პანსიონში დაამთავრა. იგი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სტუდენტი და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტია. გიორგის ხშირად მოუსმენია სტერეოტიპულ შეხედულებები ადამიანებისგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბავშვთა სახლში გაზრდილი ადამიანი სხვებივით წარმატებულები და რეალიზებული ვერ გახდება, თუმცა მან თავისი წარმატებებით ყველას დაუმტკიცა, რომ ეს ასე არ არის. 

„ხშირად მსმენია ასეთი ფრაზები:-„ეს ბავშთა სახლშია გაზრდილი და არ იქნება ნორმალური” ან „-უი, რა სირცხვილია, ბავშთა სახლში გაიზარდე?” მინდა ეს სტეროტიპები დავარღვიო და ვთქვა, რომ სულაც არ აქვს მნიშვნელობა სად გაიზრდები. ალბათ ყველას აკლია ცხოვრებაში რაღაც. დამიჯერეთ, მე ბევრი რამ მაკლდა, მათ შორის ოჯახი, რომელიც ჩემგან შორს იყო, მაგრამ მადლიერი ვარ იქ სადაც გავიზარდე, ის ჩემი მეორე ოჯახია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულს ამისთვის უღრმესი მადლობა გადავუხადო. სრულყოფილი ცხოვრება არავის აქვს ამიტომაც იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც გაგვაჩნია“.

მასწავლებლობა სულაც არ ყოფილა მისი ბავშვობის ოცნება, ყოველთვის სურდა ექიმი გამხდარიყო. გარკვეული გარემოებების გამო, ბავშვობაში სწავლისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენდა, თუმცა მის ცხოვრებაში გამოჩნდნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც გიორგის შეხედულებები რადიკალურად შეუცვალეს და დიდი მოტივაციითაც აავსეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა თვითონაც ეს პროფესია აერჩია:

„მახსოვს იმ მასწვალებლების ერთგულება და მხარდაჭერა მაშინაც, როცა ჩემი მომავალი ბეწვის ხიდზე გადიოდა. სწორედ ეს დამრჩა მათგან და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულს, ვინც ჩემში დაინახა პერსპექტივის ნაპერწკალი, რომელიც არ ჩააქრო და  იმათაც, ვინც ჩათვალა რომ მომავალი არ მაქვს, რადგან ამ აზრმა მეტი გამბედაობა და შრომისადმი სიყვარული მაჩუქა“.

გიორგი განსაკუთრებით თბილად თავის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს იხსენებს, რომელმაც აბიტურიენტობისას მას საკუთარი გზის პოვნა გაუადვილა: 

„ჩემი მთავარი მოტივატორი იყო ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი ნინო სურმანიძე, რომელმაც უზომოდ შემაყვარა საკუთარი თავიც და მისი პროფესიაც“. 

ახალგაზრდა სტიპენდიანტი სკოლებში დღემდე არსებულ ხარვეზებზე საუბარს თავს არ არიდებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც მან მასწავლებლობა აირჩია, სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების სურვილი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ნაჩქარევი იყო, თანდათან გავიზარე, რომ ეს ის სფერო იყო, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ჩავაბარე, რადგანაც კარგად შევიცნო პედაგოგიური საქმიანობა და თუნდაც ოდნავ მაინც უკეთესობისკენ შევცვალო არსებული სისტემა.  ეს არის გზა, რომელშიც გეძლევა საშუალება შენი თბილი დამოკიდებულება გაუზიარო მომავლის ადამიანებს, რომლებისგანაც იღებ უზომო სითბოს და მომავლის იმედს“.

მასწავლებლობის გარდა, გიორგის სხვა მრავალი ინტერესები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დროის გამონახვა ხშირად უჭირს, ცდილობს ეს დრო დაუთმოს სიმღერას, ხატვას, ფილმებს. უკანასკნელ პერიოდში კი განსაკუთრებით დიდი ინტერესით უყურებს პედაგოგიურ ფილმებს. ამასთან ერთად, ცდილობს მეგობრებისთვისაც გამოძებნოს დრო.

გუდავაძე-პატარკაციშვილის სტიპენდია გიორგისთვის დიდი მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა და ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ ფონდთან ერთად წინ კიდევ მრავალი პროექტი ელის: „ ფონდის სტიპენდიანტობამ მოტივაციის გარდა, ასევე, მომცა შესაძლებლობა, რომ შევხვდე ქვეყნის წარმატებულ პედაგოგებს, რაც ჩვენთვის, დამწყებთათვის ჰაერივით საჭიროა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. აღნიშნულ ფონდთან ერთად წინ მრავალი პროექტი გველის,  რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს“.

მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა  გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივითა და 6 პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან პარტნიორობით ხორციელდება. აღნიშნული  პროგრამა ყოველ სემესტრში სტიპენდიას გამოყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 60 სტუდენტისათვის, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

განათლების სამინისტრო თავად გადაწყვტს რა ტიპის შეზღუდვებს დააწესებს

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

შეზღუდვები, ახალი ვალდებულებები და მთავარი ცვლილებები სკოლებსა და უმაღლესებში პარლამენტმა დაამტკიცა

ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა - გარემოს ეროვნული სააგენტო

მინისტრს უფლება აქვს, სტიპენდია ვადაზე ადრე მოუხსნას სტუდენტს, თუ... - 300 ლარიანი სტიპენდიის დანიშვნისა და გაუქმების წესი დამტკიცდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება