სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლის გარეთ რატომ უნდა ვიყო, სანამ თქვენ პენსიაზე არ მოინდომებთ გასვლას?! - საგანმანათლებლო სისტემა არ უნდა იდგეს „შეღავათებზე“!
17-12-2021
-
+


პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის გამოცხადებულ შეღავათებს საზოგადოებაში და თავად პედაგოგიურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, თუმცა განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებამ დომინოს პრინციპის მსგავსად იმუშავა და ახლა შეღავათსა თუ პირდაპირ სტატუსის ამაღლებას ითხოვს ყველა. ამ მოვლენებს, თამარ ძებნიაური სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ

პრაქტიკოსი მასწავლებლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მაძიებლებმა და მოქმედმა მაძიებლებმა კი არა, მშობლებმა უნდა ამოიღონ ხმა, მშობლებმა!

რატომ არავის აინტერესებს, ვინი მუშაობს სკოლაში.

არც ისინი ხართ მართლები, ვინც ამბობთ, რომ ყველას უკან ოჯახი და ლუკმა-პურის გარეშე დატოვებული ბავშვები არიან. საგანმანათლებლო სისტემა არ უნდა იდგეს „შეღავათებზე“, აქ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად მოთხოვნადი უნდა იყოს პროფესიონალიზმი, ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ.

ამიტომ, არ ხართ მართლები, ვინც ამბობთ, რომ პრაქტიკოსებისთვის შეღავათი უნდა გაეწიათ, რადგან ამდენი წელი სკოლაში იმუშავეს, მაგის მერე ახლა მოქმედი მაძიებლები ითხოვენ შეღავათს.

ასე თუ წავა საქმე, მე საერთოდ ვერ ვპოულობ სამსახურს, ვერც ერთ სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და გამოცდა 10 კრედიტზე მაქვს ჩაბარებული, თქვენი ლოგიკით, რომელიც მოქმედ მაძიებლებს გაქვთ პრაქტიკოსების მიმართ, რატომ უნდა გაგიწიონ თქვენ შეღავათი და მე სკოლის გარეთ რატომ უნდა ვიყო, სანამ თქვენ პენსიაზე არ მოინდომებთ გასვლას?

მართლა არავის აქვს დალხენილი ცხოვრება და სკოლა ლუკმა-პურის საშოვნელი დაწესებულება არ არის. ეს არის საშუალება, მიიღო მონაწილეობა ისეთი თაობის აღზრდაში, რომელიც ქვეყანას ქვეყანას დაამსგავსებს, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს, უმრავლესობას საკუთარი ჯიბე და კომფორტული სამუშაო აინტერესებს...ვიცი ბევრი გამლანძღავთ, გულცივი და რადიკალური ელფერი დაჰკრავს ამ პოსტს. უბრალოდ, როგორც კერძო სამსახურები ვერ იდგებიან შეღავათებზე, ასევე ვერც სახელმწიფო სამსახური და მით უმეტეს, განათლების სფერო იდგება არაპროფესიონალიზმზე.

მე ძალიან მინდოდა სკოლაში მუშაობა.

ბუნდოვნადაც არ ვიცოდი, სად დავიწყებდი მუშაობას და გაკვეთილების გეგმებს ვწერდი, წიგნებს ვათვალიერებდი, ახლა იძულებული ვარ, სამსახური სკოლის გარეთ ვეძებო, ისეთ სფეროში, სადაც მე ღირებული ვერ ვიქნები იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ვცხოვრობ, როცა შეიძლებოდა, ის ბავშვებიც ბედნიერები ყოფილიყვნენ, ვისთვისაც ვიმუშავებდი, და მეც, რადგან მექნებოდა განცდა, რომ ჩემი ადამიანური რესურსები უაზროდ არ იფლანგება.

უბრალოდ დასანანია, როდესაც შველას გარედან ითხოვთ, შინაგანი მოტივი კი სამსახურის გარეშე დარჩენის შიშია და არა ის, რომ თქვენ რეალურად გინდათ სკოლაში მუშაობა და ამ მუშაობის უკან დგას იდეა, და არა პრივილეგიები.

კიდევ ერთხელ გამომაქვს დასკვნა, რომ ჩვენ არაფერი გვეშველება, ჯერჯერობით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება