სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოთხოვნები აცდენილი იყო რეალობას და ინიციატორების მხრიდან ატარებდა შეუარცხმყოფელ ფორმებს _ პროფკავშირი მასწავლებლების 4 თვიან ტრენინგებს იწყებს
11-12-2021
-
+


პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე აღნიშნავს, რომ პრაქტიკოსი პედაგოგებისგან დამოუსახურებელი საყვედურის მიუხედავად მათი მხარდაჭერა არ შეუწყვიტავს და კანონიერების ფარგლებში შეძლო იმის მიღწევა, რომ სამინისტრომ საბოლოოდ მაინც გაითვალისწინა პროფკავშირთა მოთხოვნების ნაწილი, ხოლო აქციების საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები აცდენილი იყო რეალობას, ინიციატორების მხრიდან ატარებდა შეურაცხმყოფელ ფორმებს და ამ მიზეზების გამო მასში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.

პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზოვთ:

„კოლეგებო, 9 დეკემბერი ემოციურად დატვირთული და ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. არასდროს დამავიწყდება პარლამენტის წინ, აქციის მონაწილე მასწავლებელთა თვალებით გამოხატული სევდა და უიმედობა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო, ვიცოდით ჩვენც და იცოდნენ პედაგოგებმაც. ყველამ ერთად, ალბათ, ბოლომდე ვერ შევაფასეთ რეფორმიდან გამომდინარე შედეგები. დამნაშავის ძებნას ამ სიტუაციაში აზრი აღარ აქვს.

ბევრი დაუმსახურებელი საყვედური მოვისმინეთ პრაქტიკოსი მასწავლებლებისგან. მიუხედავად ამისა, არ ჩამოვცილებივართ პროცესს და ვაგრძელებდით მუშაობას განათლების სამინისტროსთან.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ჯერ კიდევ სექტემბერში მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 4-პუნქტიანი წინადადებით, რომლის ერთი პუნქტი დაკმაყოფილდა და ითვალისწინებს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის, რომელთაც ორივე კომპეტენცია დაადასტურეს, მაგრამ სტატუსის ამაღლებისათვის საჭირო 19 კრედიტქულა ვერ დააგროვეს. ამავე დროს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით წარმოდგენილი იყო უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება, იმ მასწავლებლებისათვის, რომელთაც საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს უმაღლესი შეფასებით - 10 კრედიტქულით. საბოლოო ჯამში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიფერენცირებული მიდგომის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება შეეხო მასწავლებელთა მნიშვნელოვან ნაწილს და 700-მდე მასწავლებელს მიენიჭება უფროსის სტატუსი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელებისგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა დასაფასებელია და განათლების მინისტრის კეთილი ნების გამოხატვაა, ვინაიდან გადაწყვეტილება, პრინციპში, კონფლიქტში მოდის მოქმედი ნორმატიული აქტის - „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მოთხოვნებთან.

შეგახსენებთ, რომ პროფკავშირს შეუძლია იმოქმედოს და დაიცვას უფლებები მხოლოდდამხოლოდ კანონის ფარგლებში. აქციების საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები აცდენილი იყო რეალობას, ინიციატორების მხრიდან ატარებდა შეურაცხმყოფელ ფორმებს და ამ მიზეზების გამო მასში მონაწილეობას ვერ მივიღებდით. ასეთი სახის აქციების მხარდაჭერით მასწავლებლებისთვის უნდა მიგვეცა ისეთი დაპირებები, რომლის მიღწევაც შეუძლებელი იქნებოდა.

ეს უკვე წარსულია. ახლა მთავარია ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს. სისტემაში დარჩენის პერსპექტივა ბოლომდე არ არის დაკარგული, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სკოლის დირექტორებს აქვთ უფლება სკოლისთვის საჭირო, კვალიფიციური კადრი შეინარჩუნონ „მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად“. სპმთპ-ის საქალაქო/რაიონული ორგანიზაციების ლიდერები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში, ობიექტურობის და სამართლიანობის დაცვის მიზნით.

იმედი გვაქვს, სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივები გაითვალისწინებენ პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიონალიზმს, გამოცდილებას, ავტორიტეტს მშობლებსა და მოსწავლეებში და მიიღებენ სამართლიან, კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებში არიან ჩვენი წევრები, მიღებული მაქვს გადაწყვეტილება, „მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლებისთვის“ და სკოლის გარეთ დარჩენილი მასწავლებლებისათვის ვუზრუნველყოთ 4-თვიანი ინტენსიური ტრენინგები, თეორიული და პრაქტიკული მიმართულებით, რათა მოვამზადოთ ზაფხულის გამოცდებისათვის.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოძებნოთ თქვენს თავში ძალა და დაიწყეთ აქტიური მზადება მომავალი გამოცდებისათვის“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება