სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პროექტი სამი ძმის დაკვეთით“- წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეთა მათემატიკის საინტერესო კომპლექსური დავალება
09-12-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება განხორციელდა.

VIა კლასში მათემატიკის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების - „პროექტი სამი ძმის დაკვეთით“ დასკვნითი ეტაპი განხორციელდა. მათემატიკის მასწავლებელი მანანა წულაიაა, კლასის დამრიგებელი თეა ბობოხიძე.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და სასწავლო ნაწილის გამგე დალი სილაგაძე.

„მოსწავლეებმა, როგორც არქიტექტორებმა, წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი პროდუქტი - სამი ძმის სახლების განლაგების სქემა, მათივე დაპროექტებული ოთახების განლაგებითა და დამხმარე ნაგებობით. მოსწავლეებმა დაასაბუთებს რა მოქმედებები განახორციელეს და რატომ; აჩვენეს, რომელი მოქმედებით რა შედეგამდე მივიდნენ; როგორ გამოიყენეს ზომები და გაზომვის საშუალებები. წარმოადგენს, თუ როგორ გვეხმარება გეომეტრიული გარდაქმნების - ღერძული სიმეტრიის, პარალელური გადატანის და ფართობისა და მოცულობის  შესახებ ცოდნა საპროექტო საქმის შესრულებაში. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი გაზომვებთან დაკავშირებული ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრას და აღნიშნული პროექტზე მუშაობისას მიღებული გამოცდილებით გაჯერებულ არგუმენტირებულ მსჯელობებში გამოიკვეთა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორიენტირება სივრცეში თავისი გეომეტრიული გარდაქმნების, ფართობის და მოცულობის ცოდნით. მოსწავლეები დარწმუნებულნი არიან, რომ რეალური პროექტების დაგეგმარებისას გამოიყენებენ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის გამოცდილებას და მიღებულ ცოდნას. წარმატებული გაკვეთილის შეფასებისას, სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი დავალებები და აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცხოვრებისეული უნარ–ჩვევების განვითარებას, მითუმეტეს, დღეს, როცა ერთ–ერთი მოთხოვნადია არქიტექტურა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალების შესრულებას, ყველას ჰქონდა წარმოდგენილი კომპლექსური დავალება, რომელთა პრეზენტაციების განხილვა ისევ გაგრძელდება მათემატიკის მომდევნო გაკვეთილებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება