TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტობანიერის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა მეგობრობაზე ზღაპარი შექმნეს
08-12-2021
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე კომპლექსური დავალება შეასრულეს. 

დავალების თემა მეგობრობა იყო. მოსწავლეებმა საგაკვეთილო მასალიდან 5 არსებითი სახელი, 5 ზედსართავი სახელი და 5 ზმნა ამოწერეს. ამ სიტყვების გამოყენებით კი მეგობრობაზე ზღაპარი შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთს რჩევები მისცეს და ყურადღებით მოუსმინეს.

დავალებაზე მოსწავლეებმა პედაგოგ შორენა ოჩხიკიძის ხელმძღვანელობით იმუშავეს.

„მესამე წელია ახალი გამოწვევების ფერხულში აქტიურადაა ჩართული სკოლა. კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ბავშვებიც ხალისით არიან სასწავლო პროცესში ჩართული. სხვადასხვა ტიპის დავალებებს კარგად ართმევენ თავს. ამ ტიპის დავალებები შემოქმედებით უნარებს და კრეატიულობას ზრდის ბავშვებში. მე-3 კლასში საინტერესოდ ჩატარდა ქართულის გაკვეთილები, რომელიც რამდენიმე კომპლექსურ დავალებას მოიცავდა. გაკვეთილის თემა იყო  მეგობრობა. ეტაპებად დამუშავებული საგაკვეთილო მასალიდან უნდა ამოეწერათ 5 არსებითი სახელი, 5 ზედსართავი სახელი და 5 ზმნა. ამოწერილი სიტყვების გამოყენებით უნდა შეექმნათ ზღაპარი მეგობრობაზე. შემდეგ გაეკეთებინათ ჩრდილების თეატრი, პრეზენტაციისას ესაუბრათ რა ეტაპები გაიარეს საბოლოო ვერსიის გაკეთებამდე....ბავშვები პრეზენტაციისას აღნიშნავდნენ რამდენად სრულყოფილად შეასრულეს დავალების პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები და რას შეცვლიდნენ, აღსანიშნავია ის, რომ მოსწავლეები აქტიურად ეუბნებოდნენ მეგობრებს რა მოეწონათ ერთმანეთის ნაშრომში და აძლევდნენ საინტერესო რჩევებს. გაკვეთილი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება