სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პანდემიის გამო გაორმაგდა მათი შრომა, რაც დაფასებული უნდა ყოფილიყო“-ცხრაწყაროს სკოლის დირექტორი ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასების ზრდის შესახებ
02-12-2021
-
+


ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ზოგიერთი კატეგორიის საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება, მათ შორის საჯარო მოხელეებთან გათანაბრებული მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომელთა ანაზღაურებაც. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც.

საკითხთან დაკავშირებით Etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.

საკმარისია თუ არა ხელფასების 10 პროცენტით გაზრდა და რას ფიქრობს საკითხთან დაკავშირებით? - ამ კითხვებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორმა ეკა ედიბერიძემ უპასუხა:

„ნამდვილად საჭირო და დროული გადაწყვეტილება იყო, რასაც მივესალმები. ამ ბოლო წლებში მასწავლებლების ანაზღაურებაც იზრდება და რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომელთა ანაზაღაურებაც თუ დღევანდელ პირობებს გავითვალისწინებთ, მცირეა. პანდემიის გამო გაორმაგდა მათი შრომაც და ეს, რა თქმა უნდა, დაფასებული უნდა ყოფილიყო სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან. არის კიდევ ერთი გარემოება - სკოლის დირექტორს თუ ის ამავე დროს მასწავლებელიცაა, უფლება არ აქვს საგაკვეთილო საათები ჰქონდეს ათზე მეტი. ეს პრაქტიკა რომ შეიცვალოს, თავისთავად კარგი იქნება, იმიტომ რომ მცირეკონტიგენტიან სკოლებში დირექტორების ანაზღაურება დაბალია. ვიცით რომ ერთბაშად ყველაფერი ვერ მოხდება, თუმცა თუ გაითვალისწინებენ კარგი იქნება“.

10 პროცენტით გაზრდილ ხელფასებს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, 1-ელი იანვრიდან მიიღებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება