სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიის სასკოლო კონკურსის გამარჯვებულთა შორის არიან
01-12-2021
-
+


წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ კონკურსსა თუ პროექტში აქტიურად და ამავდროულად დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად სკოლის მოსწავლეებმა - მათე ვიბლიანმა, თამარ აბულაძემ, სვეტა სტეპანიანმა, ბექა ბერიძემ, და ლიზი და ემზარ რეზესიძეებმა ისტორიის სასკოლო კონკურსში დიდ წარმატებას მიაღწიეს.

„საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ ფინალისტების და სტიპენდიანტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე და წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე დაესწრნენ. კონკურსში წალკის მუნიციპალიტეტის 113-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულ 15 მონაწილეს სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან, მათ შორის კომპანია KASS LAND-ისგან სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. გამოვლინდნენ - „დიდგორელის“ სპონსორის - კომპანია RMG-ის სტიპენდიანტები. 15 გამარჯვებულთა შორის არიან წალკის N1 საჯაროს მოსწავლეები: მათე ვიბლიანი, თამარ აბულაძე, სვეტა სტეპანიანი, ბექა ბერიძე, ლიზი და ემზარ რეზესიძეები (ისტორიის მასწავლებელი - მარეხ წერედიანი, წამყვანი პედაგოგი)„დიდგორელი“ ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას და საგნის პოპულარიზაციას ისახავს. პროექტი 2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, მეუფე ანანიას ჩართულობითა და მხარდაჭერით დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტის ავტორი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ისტორიკოსი ლევან ჟვანიაა. მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, მარეხი მასწავლებელს და ჩვენს ჭკვიან მოსწავლეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

თუ სასკოლო ფორმას დააზიანებს ბავშვი - მშობელს ხელახლა ყიდვა მოუწევს

ვინ ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდას?  - რა უნდა გაითვალისწინოთ სასწავლო წლის ბოლოს

ცნობილია, რომელი სკოლების შესახებ იმსჯელებს ავტორიზაციის საბჭო

პიროვნება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება