TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N217 სკოლის მოსწავლე სოფო გაბათაშვილი ამერიკის საელჩოს გამოწვევაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა 
17-11-2021
-
+


თბილისის N217 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე სოფო გაბათაშვილმა ამერიკის საელჩოს გამოწვევაში ოქროს სერტიფიკატი დაიმსახურა. 

სოფო გაბათაშვილს ძალიან უყვარს კითხვა. ის იცონობს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწერლების შემოქმედებასაც. 

გამოწვევა, რომელშიც სოფომ ოქროს სერტიფიკატი დაიმსახურა, საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებული იყო. გამოწევის თანახმად, ის მოსწავლეები, რომლებიც 500 გვერდს წაიკითხავდნენ, ოქროს სერტიფიკატს მიიღებდნენ. სოფომ კი 3193 გვერდი წაიკითხა. 

სკოლა ულოცავს მოსწავლეს ამ წარმატებას და მუდმივ წინსვლას ულოცავს.

„2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა, რაც წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაციის დიდი ზეიმია. 
ამერიკის საელჩომ მხარი დაუჭერა ამ ფაქტს და საზაფხულო გამოწვევა გაუკეთა ქართველ ბავშვებს, მონაწილეობა მიეღოთ საელჩოს საზაფხულო კითხვის გამოწვევაში. 
„წიგნებს შეუძლიათ თქვენი წაყვანა მსოფლიოს ყველა კუთხეში და სამყაროს მიღმაც. კითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ცხოვრებაში და ადრეული ასაკიდან დაწყება კითხვის ჩვევად ქცევაში გვეხმარება“, - ამბობს ელჩი დეგნანი. 
თბილისის N217 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე სოფო გაბათაშვილის ჰობი, მისი სხვა თანაკლასელების მსგავსად, წიგნების კითხვაა. კითხულობს როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მწერალთა შემოქმედებას. მის მიერ წაკითხული წიგნების ნუსხა შთამბეჭდავად გამოიყურება. სოფო ამბობს, რომ არ უყვარს ილუსტრირებული წიგნების კითხვა, რადგან მოსწონს, როდესაც საკუთარ წარმოსახვაში თვითონ ქმნის პერსონაჟებს და მოქმედების ადგილს. უყვარს საკუთარი ფანტაზიის ნაყოფის ციფრული რესურსებით და სახატავი საშუალებებით გადმოცემა.  
სოფომ მიიღო ამერიკის საელჩოს გამოწვევა, რომლის თანახმადაც ბავშვები, რომლებიც 500 გვერდს წაიკითხავდნენ მიიღებდნენ ოქროს სერტიფიკატს. სოფოს მიერ  წაკითხული გვერდების რაოდენობამ შეადგინა 3193 გვერდი. ამის გამო, იგი გახლავთ ოქროს სერტიფიკატის მფლობელი, რომელიც ამერიკის ელჩის კელი დეგნანის ხელმოწერითაა დადასტურებული. 
წარმატებას ვუსურვებთ სოფოს. ვიცით, ის საუკეთესო მკითხველად და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბდება. საკუთარი ნიჭიერებით კი ბევრჯერ მოგვხიბლავს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება